The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სეონ თოხაძე

Date of birth:1900
Date of death:11 September, 1938  (at 38 years)
Category:Public official, Agricultural Worker

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი აკეთი, ლანჩხუთის რაიონი.

სწავლობდა თბილისის ინდუსტრიულ ტექნიკუმში (1916-1919) და თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში (1929-1932), პარალელურად მუშაობდა ფოთის სტამბაში, ბათუმში სკოლის დარაჯად. 1922 წლიდან მუშაობდა თბილისის სამაზრო-სამხედრო კომისარიატის მდივნად, სამხედრო-საზღვაო კომისარიატის პოლიტ-მუშაკად განსაკუთრებული დანიშნულების ნაწილების შტაბში, თელავის მაზრის პროფსაბჭოს თავმჯდომარედ და სამაზრო აღმასკომის პრეზიდიუმის წევრად, საბჭოთა და სავაჭრო მუშაკების კავშირის პრეზიდიუმის წევრად, საქართველოს პროფკავშირთა საბჭოს პასუხისმგებელ ინსტრუქტორად, საქართველოს ხელოვნების მუშაკთა პროფესიული კავშირების ცენტრალური გამგეობის თავმჯდომარედ, საქართველოს განსახკომის კოლეგიის წევრად, ხელოვნებისა და სამეცნიერო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელად, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის პარტიული კომიტეტის მდივნად და საქართველოს სახელმწიფო ზოოვეტერინალური ინსტიტუტის დირექტორად. სეონ თოხაძე ცნობილი იყო, როგორც აქტიური საზოგადოებრივი მუშაკი. (სეონ თოხაძის ნეკროლოგი გამოქვეყნებულია გაზეთ "კომუნისტში", 1938.-№211.-გვ.4).

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.334


Share: