Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გრიგოლ თოიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელოსნო სკოლის სადურგლო განყოფილება, კურსდამთავრებულთა პირველი გამოშვების დროს (1880-1886), ხელმძღვანელობდა ჩუღურეთისა და კუკიის ტერიტორიაზე საუბნო წარმოდგენებს (დეკორაციებს ხატავდა მისი ძმა-მოსე თოიძე), რედაქტორობდა ხელნაწერ ჟურნალ "ანკარას", მონაწილეობდა აბრამ ცქიმანაურის ხალხოსნურ წრეში;1886-1887 წლებში ნაძალადევში დააფუძნა ბიბლიოთეკა, რომელიც ორი წლის შემდეგ მთავრობამ დახურა. მუშაობდა ზეიცერის ქარხანაში, სადაც გაფიცული და განთავისუფლებული მუშებისაგან შექმნა პირველი ამხანაგობა (არტელი) და ერთობლივი საწარმო. თავის სახსრებით გამოსცა ზაქარია ჭიჭინაძის "უცხოეთის მწერლები. პრუდონი" (თბ., 1890). 1895-1896 წლებში ჩამოაყალიბა მეფრინველეობისა და ხილის გახმობა-გამოშრობის საკონსერვო ამხანაგობა "ანკარა", რომელსაც პირველმა მიაწოდა ხილის საშრობი, ყურძნის საწური, სათიბი, წიწილების გამოსაჩეკი მოწყობილობები. 1910-1911 წლებში არჩეულ იქნა თბილისის ხმოსნად (მუშა-ხელოსნებისაგან პირველი ხმოსანი), მისი ხელმძღვანელობით ჩუღურეთსა და კუკიაზე გაყვანილ იქნა კანალიზაცია და კვირაცხოვლის (ჭირიან ხევის) გვირაბი ნიაღვრის გასასვლელად, ამავე დროს მსახურობდა საადგილმამულო ბანკის ტექნიკოსად და მონაწილეობდა სხვადასხვა საზოგადო საქმეში. 1911 წლიდან თანამშრომლობდა ივანე როსტომაშვილის ყოველდღიურ გაზეთ "სინათლესთან"; ასევე სხვა ჟურნალ-გაზეთებშიც ათავსებდა სტატიებს, იცავდა მშრომელთა ინტერესებს ("უცნაური პირობანი" გაზეთი "ცნობის ფურცელი", 1902 წელი, №1905). პირველი მსოფლიო ომის დროს, როგორც დაჭრილთა მზრუნველი კომისიის წევრი უვლიდა დაჭრილებს, რა დროსაც სახადი შეეყარა და გარდაიცვალა. მხატვარ მოსე თოიძის ძმა. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.309
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |