The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეიმურაზ ჟღენტი

თეიმურაზ ჟღენტი
Date of birth:22 January, 1947  (78 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1977 წელს.

1963-1974წწ. მუშაობდა ბათუმის ფეხსაცმელების ფაბრიკის მუშად; 1974-1977წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №5 სამშენებლო ტრესტის სისტემაში, ჯერ სამშენებლო უბნის მუშად, შემდეგ კი №2 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს ლაბორანტად; 1977-1981წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №5 სამშენებლო ტრესტის №2 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოში მშენებელ-ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1981 წელს დაინიშნა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №5 სამშენებლო ტრესტის №2 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს მთავარ ინჟინრად, სადაც მუშაობდა 2001 წლამდე; 2001-2002წწ. იყო სამშენებლო კომპანია "ანაგის" ტექნიკური განყოფილების წამყვანი სპეციალისტი; 2002-2008წწ. ამავე განყოფილების უფროსი; 2008 წლიდან სამშენებლო კომპანია "ანაგის" ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობს; არის სამშენებლო საქმის უმაღლსი რანგის პროფესიონალი; მისი უშუალო ხელმძღვანელობითა და დაქვემდებარებული სამსახურის მეშვეობით, სამშენებლო კომპანია "ანაგის" მიერ, მშენებარე ობიექტებზე სისტემატურად ხორციელდება თანამედროვე საინჟინრო-ტექნიკური და ტექნოლოგიური მიღწევების ათვისება-დანერგვა და სამშენებლო სამუშაოების მაღალი ხარისხით შესრულების უზრუნველყოფა; მრავალწლიანი პროფესიული შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 222-223


Share: