The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ქეთევან ძოწენიძე

ქეთევან ძოწენიძე
Date of birth:23 December, 1916
Date of death:4 September, 1969  (at 52 years)
Category:Scientist, Educator, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენის და ლიტერატურის ფაკულტეტი 1937 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა ძველი ქართული ენის სპეციალობით - 1940 წელს.

30 წლის განმავლობაში ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში. მუშაობდა ქართული ენის კათედრაზე; 1958 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ამავე კათედრის გამგე. იკვლევდა ძველი და ახალი სალიტერატურო ქართულის სტრუქტურისა და ისტორიის საკითხებს, ქართული ენის დიალექტებს, მწერალთა ენასა და სტილს. მისი შრომებიდან აღსანიშნავია მონოგრაფიული გამოკვლევები - "სახელთა ბრუნება ძველ ქართულში პავლეს ეპისტოლეთა მიხედვით" (დაბეჭდილია ავტორეფერატი, 1950) და ფუნდამენტური ნაშრომი ზემოიმერულის შესახებ, რომელიც გამოიცა ორ წიგნად. ქართველოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1950).

წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.567-568

Bibliography


Share: