The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზერო აბაშმაძე

ზერო აბაშმაძე
Date of birth:10 October, 1932  (92 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი.

1956-1962წწ. მუშაობდა  საქენერგოში" ცენტრალური სადისპეჩეროს დისპეჩერად, 1962-968წწ. საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად, მთავარი ინჟინრის მოადგილედ; 1982-1999წწ. "საქენერგოს" უფროსის მოადგილედ, პირველ მოადგილედ, მცირე ენეგეტიკის პერსპექტიული განვითარების განყოფილების უფროსად; აქტიური მონაწილეობა მიიღო არაელექტროფიცირებული სოფლების, მეცხოველეობისა და მეფრინველეობის კომპლექსების, ასევე ჩაის პლანტაციების და მაღალმთიანი სოფლების ელექტრიფიკაციის საქმეში, ხევსურეთში მიკროელექტროსადგურების მშენებლობის ორგანიზაციაში. ასევე აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული აჭარასა და სვანეთში სტიქიის გამო გადასახლებულეთა ბინების ელექტროფიკაციის საქმეში, კავკასიონის ქედზე 500 კვ. ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის ახალ ტრასაზე გადატანის სამუშაოების ორგანიზაციაში, რაჭა-იმერეთის ზონაში მიწისძვრით დაზარალებული ელექტროქსელების აღდგენის სამუშაოებში. კოდორის ხეობის სოფლის ელექტროფიკაციის მიზნით ორგანიზება გაუკეთა 10 მიკროელექტროსადგურის პროექტირებას, დამზადებასა და ადგილზე ტრანსპორტირებას.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2010.- გვ. 8-9

Awards and Honors

  • შრომის ვეტერანის მედალი
  • ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ენერგეტიკოსი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: