შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნუკრი სანიკიძე![]()
ბიოგრაფიადაბადებისადგილი: სოფელი კუშბოური, ვანის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ისტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1974 წელს. 1974-1977წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №7 სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქშახტმშენი"-ს ტექნიკური განყოფილების ინჟინრად, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის ინჟინრად; 1977-1978წწ. დ. ბაკურიანის ანდეზიტის ქარხნის დირექტორის მოადგილედ მშენებლობის დარგში; 1978-1980წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო-საწარმოო გაერთიანება "თბილქალაქმშენი"-ს საწარმოო განყოფილების ინჟინრად; 1981-1982წწ. საბჭოთა კავშირის საწარმოო-სამშენებლო გაერთიანება "ჟანგბადმრეწვმშენი"-ს საქართველოს სამშენებლო სამმართველოს მშენებელ ოსტატად; 1982-1986წწ. იყო საქართველოს საყოფაცხოვრებო მომსახურების სამინისტროს სამშენებლო-სარემონტო ტრესტ "თბილყოფრემშენი"-ს სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს ტექნიკური განყოფილების უფროსი; 1986-1989წწ. საწარმოო გაერთიანება "საქბურღგეოთერმიი"-ს კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსად; 1990-1996წწ. იყო საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის სამინისტროს მშენებარე ობიექტების დირექციის მთავარი ინჟინერი; 1997-1998წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "საქგვირაბმშენი"-ს საწარმოო განყოფილების წამყვან სპეციალისტად; 1998-2005წწ. სახელმწიფო ექსპერტიზის მთავარი სამმართველოს ექსპერტი ხარჯთაღრიცხვებისა და მშენებლობის ორგანიზაციის პროექტების შემოწმების საკითხებში; 2005-2008წწ. მუშაობდა შპს "აქსისი"-ს საავტორო ზედამხედველობის ინჟინრად; 2008-2011წწ. იყო მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მშენებარე საქართველოს განათლების სამინისტროს ობიექტების ტექნიკური მონიტორინგის სპეციალისტი და მსოფლიო ბანკის ქ. თბილისის წარმომადგენლობის ექსპერტი; 2012-2015წწ. მუშაობდა შპს "პარადაის დეველოპმენტ გრუპ"-ის ტექნიკური ზედამხედველობის ინჟინრად; 2015-2016წწ. იყო ქ. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ტექნიკური ზედამხედველობის მთავარი სპეციალისტი; 2016-2017წწ. მუშაობდა შპს "აქსის კონტრაქშენი"-ს მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანლად; 2018 წლიდან არის აკრედიტებული ორგანიზაცია (შპს) "ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის" ტექნიკური ზედამხედველობის ინჟინერი; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელებულ იქნა არაერთი მნიშვნელოვანი სამრეწველო, საცხოვრებელი, კულტურულ-საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის მშენებლობა; მათ შორის: მადნეული სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის, ურავის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის, ბაკურიანის ანდეზიტის ქარხნის რეკონსტრუქცია, საცხოვრებელი სახლებისა და საწარმოო კომბინატის ქ. ტყიბულში, შპს "აქსისი"ს 37 სართულიანი ბიზნეს ცენტრისა და საცხოვრებელი კომპლექსის ქ. თბილისში, საჯარო სკოლების ქ. ბორჯომში, სოფ. დიღომში, ვაზიანის დასახლებაში, თერჯოლის, ყვარლისა და სიღნაღის რაიონებში, საავტომობილო გზის "ახმეტა-ფშაველი-ნინიგორისა" და "იგოეთი-სვენეთის" მონაკვეღთების; ასევე ჩქაროსნული ავტომაგისტრალების შემოწმება აზერბაიჯაში და სომხეთში; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყები ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 226-227
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |