Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დანიელ სარაჯიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიუტტის არქიტექტურის ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1969 წელს. 1962 წლიდან მუშაობდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში" დამხმარე მუშაკად, არქიტექტორად; 1969-1977წწ. მუშაობდა სხვადასხვა ქალაქებში ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ქ. ვლადივოსტოკში საპროექტო ინსტიტუტ "დალმორნიიპროექტში" და ქ. სოჭში საპროექტო ინსტიტუტ "იუჟგიპროკომუნსტროიში"; იყო ქ. სარატოვის საავიაციო ქარხნის მთავარი არქიტექტორი; ასევე, მუშაობდა, შეთავსებით ქ. სარატოვის პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის კათედრაზე; 1977 წელს დაბრუნდა საართველოში და მუშაობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ "კურორტპროექტში" პროექტის მთავარ არქიტექტორად; 1979 წლიდან მუშაობდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში" პროექტის მთავარ არქიტექტორად; 1982-1989წწ. მუშაობდა საუწყებო საპროექტო ფირმა "გრუზკნიიპოში" საპროექტო სახელოსნოს ხელმძღვანელის მოადგილედ; 1990 წელს ჩამოაყალიბა საპროექტო ფირმა შპს "ხიბლი", სადაც მუშაობს დირექტორად; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით დამუშავებულ იქნა მრავალი საცხოვრებელი, სამრეწველო და საზოგადოებრივი დანიშნულების მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობის პროექტი. მათ შორის: მცირე საზღვაო პორტის ქ. ვლადივოსტოკში, კ. ვოროშილოვისა და ი. ფრუნზეს სახელობის დასასვენებელი სახლების კორპუსების, სამსახურებრივი სახლისა და დამხმარე ნაგებობების რეკონსტრუქციის, ი.ბ. სტალინის აგარაკზე გაგრის რაიონში (სოფ. "ცივწყალა"), ქ. სარატოვის საავიაციო ქარხნის ადმინისტრაციული კორპუსის, 6-სართულიანი პავილიონის სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე, საცურაო აუზის "ლაგუნა" ქ. თბილისში, ნავთობსადენების მაგისტრალების ინფრასტრუქტურული კომპლექსების სსრკ მასშტაბით, ლაბორატორიული კორპუსის ტაშკენტის ქუჩის I ჩიხში, მრავალფუნქციური დანიშნულების საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტის აღლაძის ქუჩაზე, მრავალფუნქციური ობიექტის სააკაძის მოედანზე (II გასასვლელი) და მრავალფუნქციური ობიექტის ცოტნე დადიანის ქუჩაზე ქ. თბილისში, ოლიმპიური ცენტრის კომპლექსის სოფ. საგურამოში (გ. ავსაჯანიშვილთან და თ. მიქაშავიძესთან ერთად), ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების ქ. თბილისში, დ. კოჯორში და დ. წყნეთში, ახალი საყრდენი კედლების და რეკრიაციული ზონის მდ. ვერეს ხეობაში, "ჰაილდელბერგბეტონი-ჯორჯიას" ბეტონის ქარხნის კომპლექსის, ფონიჭალის სამრეწველო ზონაში და სხვა; ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, შეთავსებით, ქ. სარატოვის პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის კათედრაზე; იყო სტუდენტთა სადიპლომო ჯგუფის მთავარი კონსულტანტი და აბიტურიენტთა მოსამზადებელი კურსების ხელმძღვანელი; მრავალწლიანი შემოქმედებითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 227-228
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |