შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კუკური აბუთიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გურჯაანი, გურჯაანის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1962 წელს. 1962 წელს რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, უფროსი ინჟინერი; 1963 წელს თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანა, ტექნიკური სამსახურის უფროსი; 1963-1984წწ. გურჯაანის ელექტრული ქსელები: 1963-1970წწ. სარელეო დაცვის და ავტომატიკის სამსახურის უფროსი ინჟინერი, ამ სამსახურის უფროსი; 1970-1973წწ. ამავე საწარმოოს დირექტორის მოადგილე; 1973-1984წწ. მთავარი ინჟინერი; 1984-2002წწ. გურჯაანის ელექტროქსელების დირექტორი. მისი ხელმძღვანელობით დამუშავდა გურჯაანის ელექტრული ქსელის განვითარების გეგმა, რომლის შესაბამისად აშენდა 220 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი "მანავი", ქვესადგური "გურჯაანი 220", ჟინვალჰესთან დაკავშირებული 110კვ. ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი. დაწყებულ იქნა შიდა ქსელის რეკონსტრუქცია-განახლება; 2002-2005წწ. მუშაობდა გურჯაანის საქსელო უბნის უფროსად. დაჯილდოებულია საკავშირო სამკერდე ნიშნით "გოელროს 60 წლისთავი" და "საიუბილეო" მედლით. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2010.- გვ. 10-11 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |