შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა ავალიანი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინსტიტუტი, სპეციალობით სამოქალაქო ნაგებობები 1948 წელს. მუშაობდა კურორტების მშენებლობაზე: 1959 წლიდან ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენის" N1 მექანიზებული კოლონის სამუშაოთა მწარმოებლად, 1965-1974წწ. ამ ორგანიზაციის უფროსად. ამ პერიოდში აშენდა საქართველოში პირველი 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი "თბილისი-ზესტაფონი", რომლის ზესტაფონი-ჭიათურის უბანზე სამუშაოები ჩატარდა მისი ხელმძღვანელობით, განხორციელდა ზესტაფონის 500კვ. ქვესადგურის, ასევე კრასნოდარის მხარეში 500კვ. ქვესადგურ "ცენტრალნაიას" პირველი რიგის სამუშაოები; 1974 წელს ინიშნება მშენებლობის სამინისტროს N4 ტრესტში მთავარი ინჟინრის თანამდებობაზე; 1976-1978წწ. ქუთაისის "იჟმშენის" უფროსია; 1978-1979წწ. ტრესტ "კავკასელელექტროქსელმშენის" N54 მექანიზებული კოლონის უბნის უფროსი იყო 500კვ. ელექტროგადამცემი ხაზის "ზესტაფონი-ენგურჰესის მშენებლობაზე. დაჯილდოებულია სსრკ ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის სამინისტროს საპატიო სიგელით. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2010.- გვ. 11-12 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |