Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ ჯაფარიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი კავკასიური ენების სპეციალობით 1954 წელს; ასპირანტურა - 1957 წელს. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ხუნძური ენის დიალექტოლოგიის საკითხებზე. 1968-2000წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ექსპერიმეტული ფონეტიკის ლაბორატორიას; მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში, გელათის აკადემიაში. იყო საკავშირო აკუსტიკური საბჭოს, ადამიანისა და ცხოველის ფიზიოლოგიის სამეცნიერო საბჭოს მეტყველების სექციისა და საქართველოს არაერთი სამეცნიერო საბჭოს წევრი. სისტემატურად მონაწილეობდა რესპუბლიკური, საკავშირო, საერთაშორისო კონფერენციების, სიმპოზიუმებისა და კონგრესების მუშაობაში, წარმატებით თანამშრომლობდა მსოფლიოს მრავალ სამეცნიერო ცენტრთან. იკვლევდა ზოგადი და ექსპერიმენტული ფონეტიკის, ზოგადი ენათმეცნიერების, ქართული ენის ფონეტიკური სისტემის, ბავშვთა მეტყველების, ადამიანისა და მანქანის დიალოგის, მეტყველების ანალიზისა და სინთეზის, ხუნძური ენის ფონეტიკის, გრამატიკისა და ლექსიკის აქტუალურ საკითხებს. დიდი წვლილი შეიტანა თანამედროვე სალიტერატურო ქართულის (აგრეთვე ქართულის ზოგი დიალექტის) რიტმიკულ-მელოდიკური სტრუქტურის თანამედროვე მოთხოვნილებათა შესაბამისად შესწავლის საქმეში. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. ენათმეცნიერი, ზოგადი ენათმეცნიერების, ზოგადი და ექსპერიმენტული ფონეტიკის სპეციალისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Основные фонетические и морфологические особенности манас-аульского-аркасского говора аварского языка", დაიცვა 1959 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "პერცეფციული ფონეტიკის ძირითადი საკითხები", დაცივა 1974 წელს. წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.606; არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი: ice.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |