შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ ანდრეევი![]()
ბიოგრაფიასაქართველოს ჰიდროენერგეტიკის განვითარების ერთ-ერთი პიონერთაგანი; 1908 წელს შეადგინა ჰესის სქემა მდ. არაგვზე ქ. თბილისის ელექტრომომარაგებისა და სასმელი წყლით უზრუნველყოფისათვის; 1909 წელს დაამუშავა მდ. რიონზე ჰესის სქემა ქ. ქუთაისის ელექტრომომარაგებისა და სასმელი წყლით უზრუნველყოფისათვის; 1911 წელს დაამუშავა მდ. მტკვარზე რკინიგზის სადგურ კავთისხევთან 3 ათას კილოვატ სიმძლავრის ჰესის პროექტი; 1913 წელს წარმოადგინა მდ. ხრამზე სოფ. არახლოსთან ჰესის აგების დეტალური პროექტი; 1921-1922წწ. დამუშავდა მდ. ხრამის ზედა დინებაში 10 ათასი ცხენის ძალის სიმძლავრის ჰესის აგების სქემა და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება; 1922 წელს შედიოდა ზაჰესის საექსპლუატაციო კომისიის შემადგენლობაში; მონაწილეობა აქვს მიღებული ტყიბულის რაიონისა და რიწეულას ჰესების სქემების დამუშავებაში; შეასრულა მდინარე რიონზე სოფ. ჟონეთთნ ჰესის მშენებლობის სქემა; 1932 წელს დაამუშავა მდ. მტკვარზე ჰესის პროექტი 26 ათასი კვტ. და გადამუშავებით 100 მლნ. კვტ. სთ.; 1934 წელს გამოაქვეყნა მდ. მტკვარზე ჰესების მშენებლობის შესახებ; 1926 წელს მუშაობდა სოხუმჰესის დაპროექტებაზე. მისი სქემა ითვალისწინებდა 14 ათასი ცხენის ძალის სიმძლავრის ჰესის აგებას, შემდგომ წლებში სოხუმჰესი აგებული იქნა მის მიერ შემოთავაზებული სქემის შესაბამისად. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2010.- გვ.14-15
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |