The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირაკლი თოიძე

ირაკლი თოიძე
Date of birth:1898
Date of death:19 February, 1921  (at 23 years)
Burial location:თბილისის სამხედრო ტაძრის ეზო
Category:Engineer, Military Person

Biography

დაამთავრა კიევის საინჟინრო სასწავლებელი 1917 წელს.

1918-1920 წლებში მსახურობდა თბილისის მესანგრეთა ბატალიონში და მონაწილეობას იღებდა ყველა საომარ კამპანიაში. 1920 წლის 1 ოქტომბრიდან დაინიშნა სამხედრო სკოლის საინჟინრო განყოფილების ინსტრუქტორად კაპიტნის ჩინით. 1921 წლის 19 თებერვალს მე-11 წითელი არმიის ნაწილებმა ბრძოლით დაიკავეს კოჯორი და დაეშვნენ ტაბახმელისკენ. მოწინააღმდეგე ზურგში მოექცა ქართულ პოზიციებს. მთავარი კი ის იყო, რომ თბილისი დაცემის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, მაგრამ ბრძოლის ბედი ქართველ იუნკერთა ქვედანაყოფმა გადაწყვიტა, რომელსაც კაპიტანი ირაკლი თოიძე მეთაურობდა. ქართული არტილერიის ცეცხლის ქვეშ თოიძის ქვედანაყოფი შეტევაზე გადავიდა და იერიში მიიტანა მოწინააღმდეგეზე. მტერი შეჩერებულ იქნა და თბილისი გადარჩა, თუმცა ამ ბრძოლას მეთაური და რამდენიმე იუნკერი შეეწირა. 106 დაღუპული გმირის დასახიჩრებული და გაძარცვული გვამი ორი დღის შემდეგ აღმოაჩინეს. კაპიტანი ირაკლი თოიძე სხვა გმირებთან ერთად თბილისის სამხედრო ტაძრის ეზოში დაკრძალეს.  ქართველი ოფიცერი, სამხედრო ინჟინერი. საზოგადოება "შევარდენის" პირველი რაზმის მწვრთნელი. პროფესიონალი სამხედრო.

წყარო: სამხედრო კადრების სამჭედლო : თბილისის სამხედრო სასწავლებლის ისტორია 1862 წლიდან დღემდე / მამუკა გოგიტიძე, ზაზა ჯაფარიძე.-თბ.,2018, გვ.105 (dspace.nplg.gov.ge)


Share: