The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე კინწურაშვილი

ალექსანდრე კინწურაშვილი
Date of birth:1 April, 1900
Date of death:25 June, 1976  (at 76 years)
Burial location:ლევილის ქართველთა სასაფლაო, პარიზი
Category:Military Person

Biography

სწავლობდა თბილისის იუნკერთა სამხედრო სკოლაში. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1921 წლის მარტში იგი ემიგრაციაში გაჰყვა გახიზნულ მთავრობას. ალექსანდრე კინწურაშვილი ერთერთია იმ ხუთ იუნკერთაგან, რომლებიც გენერალ გიორგი კვინიტაძის რეკომენდაციით სენ-მიქსენის სახელგანთქმულმა სკოლამ მიიღო. სკოლის დამთავრების შემდეგ, 1925 წელს იგი ლეიტენანტის წოდებით უცხოურ ლეგიონში გაამწესეს. მსახურობდა ჩრდილოეთ აფრიკაში. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას ალექსანდრე კინწურაშვილი მაროკოში იმყოფებოდა. ამას მოჰყვა ალჟირი და ლიბია. აქტიურად მონაწილეობდა ელ-ალამეინის ცნობილ სამხედრო ოპერაციაში, რისთვისაც "განთავისუფლების ჯვარი" დაიმსახურა. მეორე მსოფლიო ომის წლებშივე მიიღო მან ჯერ კომანდორის, შემდეგ კი პოლკოვნიკის მაღალი წოდებები. ალექსანდრე კინწურაშვილს მხედრული დამსახურებისთვის მიღებული ჰქონდა სხვა უმაღლესი ჯილდოებიც: საპატიო ლეგიონის ორდენი, "დიდი კომანდორის" ჯვარი, რამდენიმე ბრიტანული ორდენი და მრავალი მედალი. თადარიგში გასვლის შემდეგ, 1950-იანი წლების დამლევს დაინიშნა პარიზის ქართული ოფისის დირექტორად. ამ თანამდებობაზე მან შეცვალა ცნობილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე ჭიჭიკო (სოსიპატრე) ასათიანი. ალექსანდრე კინწურაშვილი გარდაიცვალა 76 წლის ასაკში, 1976 წლის 25 ივნისს. განისვენებს ლევილის ქართველთა სასაფლაოზე. დაკრძალვას დაესწრო საფრანგეთის უცხოური ლეგიონის საპატიო ყარაული, არმიის ვეტერანთა სახელით სიტყვა წარმოსთქვა საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, რესპუბლიკის სამხედრო მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გენერალმა ჟან ოლეიმ. ყოფილი იუნკერი, კოჯორ–ტაბახმელას ბრძოლებისა და ბათუმის ოსმალთაგან გათავისუფლების მონაწილე.

წყარო: სამხედრო კადრების სამჭედლო : თბილისის სამხედრო სასწავლებლის ისტორია 1862 წლიდან დღემდე / მამუკა გოგიტიძე, ზაზა ჯაფარიძე.-თბ.,2018.-გვ.139 (dspace.nplg.gov.ge); საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია:georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 59


Share: