The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გოგა (გოგი) ალექსი-მესხიშვილი

გოგა (გოგი) ალექსი-მესხიშვილი
Legal name:გიორგი ალექსი-მესხიშვილი
Date of birth:1896
Date of death:13 August, 1937  (at 41 years)
Category:Educator, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ალექსანდროპოლი (ამჟამინდელი გიუმრი, სომხეთი).

დაამთავრა ტფილისის სათავადაზნაურო ქართული გიმნაზია და პეტერბურგის საარტილერიო სასწავლებელი.

მსახურობდა რუსეთის იმპერიის არმიაში. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში - კავკასიის პირველი მსროლელი დივიზიის შემადგენლობაში; 1918 წლიდან მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის არმიაში, საარტილერიო ნაწილებში; 1921 წლის თებერვალ-მარტში იბრძოდა ქართული არმიის რიგებში საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმიის აგრესსის წინააღმდეგ; 1921 წლის 17-24 თებერვალს მეთაურობდა საარტილერიო ბატარეას - ტაბახმელის ფრონტზე. 24 თებერვალს საბჭოთა არმიის ნაწილებმა გაარღვიეს ტაბახმელის ფრონტზე საქართველოს არმიის თავდაცვის ხაზი და შეიჭრნენ მესხიშვილის საარტილერიო ბატარეაზე, სადაც გოგი ალექსი-მესხიშვილმა შემოიკრიბა არტილერისტები და ხელჩართულ ბრძოლაში დაიცვა ბატარეა, სანამ მას არ მიეშველა რეზერვში მყოფი სამხედრო სკოლის ნაწილი - თავდამსხმელები გაანადგურეს და ფრონტი აღადგინეს. საქართველოს საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირების შემდეგ მსახურობდა საქართველოს წითელ არმიაში, ხოლო მისი ლიკვიდაციის შემდეგ კავკასიის წითელ არმიაში. ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში, რის გამოც დააპატიმრეს 1921 წელსვე. მეორედ იყო დაპატიმრებული 1923 წელს, "სამხედრო ცენტრის" საქმეზე; ამიერკავკასიის და საქართველოს სსრ საგანგებო კომისიების ("ჩეკა") გაერთიანებულმა კოლეგიამ მას თავდაპირველად დახვრეტა მიუსაჯა, თუმცა, შემდეგ შეცვალა გადაწყვეტილება და იგი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ზეპირი გადმოცემის თანახმად გოგი ალექსი-მესხიშვილი ასევე დაპატიმრებული იყო 1924 წლის აგვისტოს ანტი-საბჭოთა აჯანყების განმავლობაში და კვლავ გადაურჩა დახვრეტას. შემდგომ წლებში მუშაობდა, კითხულობდა ლექციებს სამხედრო საქმეში საქართველოს ინდუსტრიულ ინსტიტუტში. 1937-1938წწ. დიდი საბჭოთა ტერორის დროს, დააპატიმრეს 1937 წლის 9 ივნისს, გორში საველე მეცადინეობისას. 1937 წლის 11 აგვისტოს, საქართველოს სსრ შინსახკომის განსაკუთრებულმა სამეულმა (ე.წ. "ტროიკა") - მენშევიკური და ტროცკისტული-მემარჯვენე ცენტრების სამხედრო ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით, გოგი ალექსი-მესხიშვილს დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 1937 წლის 13 აგვისტოს ღამით.

წყარო: საზოგადოებრივი არქივი: archive.ge


Share: