Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალბერტ სიორიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტი ინჟინერ-მშენებლის სპეციალობით 1961 წელს. 1961-1975წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №3 ტრესტის მე-4 სამშენებლო სამმართველოში ოსტატად, შემდეგ სამუშაოთა მწარმოებლად; 1975-1998წწ. მუშაობდა ენგურჰესის სამოქალაქო მშენებლობის სამმართველოში უბნის უფროსად; 1998-2006წწ. მუშაობდა კერძო სამშენებლო კომპანიაში სამუშაოთა მწარმოებლად; მის მიერ განხორციელებული სამშენებლო ობიექტების ჭავჭავაძის გამზირზე ენგურჰესის თანამშრომლებისათვის საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც გამოირჩევა კონსტრუქციული სირთულის 24-30 მეტრამდე სიღრმის ბურჯების მოწყობით კლდის ფენებში; ასევე მონაწილეობდა პარფიუმერიის, ნაყინის, იუველირების ფაბრიკების, "დინამო" სტადიონის, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობაში; დაჯილდოებულია მედლებითა და საპატიო სიგელებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 230-231 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |