The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ კიკიანი

გრიგოლ კიკიანი
სხვა სახელი:გრიშა კიკიანი
დაბადების თარიღი:19??
გარდაცვ. თარიღი:1935
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

გრიგოლ სოლომონის ძე კიკიანი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო სკოლის იუნკერთა სასწავლო ასეულის საინჟინრო ოცეულის უფროსი კურსის იუნკერი. დაიჭრა ბოლშევიკებთან შეტაკებაში, 1920 წლის 2 მაისს, ბოლშევიკთა ჯგუფის მიერ სამხედრო სკოლაზე თავდასხმის დროს. მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს მეორე ომში. სამხედრო სკოლის შემადგენლობაში იბრძოდა კოჯორი-ტაბახმელას ფრონტზე. 1921 წლის მარტიდან, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ, დატოვა საქართველო და სხვა იუნკრებთან ერთად გაემგზავრა ჯერ კონსტანტინოპოლში, ხოლო შემდეგ გადავიდა პოლონეთში, სადაც გააგრძელა სამხედრო სამსახური. პოლიტიკური ემიგრანტი, პოლონეთის არმიის საკონტრაქტო სამსახურის ოფიცერი, როტმისტრი.

წყარო: სამხედრო კადრების სამჭედლო : თბილისის სამხედრო სასწავლებლის ისტორია 1862 წლიდან დღემდე / მამუკა გოგიტიძე, ზაზა ჯაფარიძე.-თბ, 2018.- გვ.85 (dspace.nplg.gov.ge)


გააზიარე: