Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი სკამკოჩაიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1985 წელს. 1985-1987წწ. მუშაობდა მახარაძის (ოზურგეთის) რაიონის №3 სამშენებლო სამმართველოს ტექნიკური უსაფრთხოების ინჟინრად; 1987-1990წწ. იყო სამშენებლო სამმართველო "სამთოქიმმშენი"-ს სამუშაოთა მწარმოებელი; 1990 წელს დაინიშნა სამშენებლო სამმართველო "სამთოქიმმშენის" უფროსად; 2002-2004წწ. მუშაობდა შპს "სამთა+"-ის ინჟინერ-კონსტრუქტორად; 2004-2013წწ. იყო სამშენებლო ფირმა "სამთა+"-ის დირექტორი; 2013-2017წწ. მუშაობდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის "კეთილმოწყობისა და არქიტექტურული დაგეგმარებისა და არქიტექტურული დაგეგმარების ცენტრის" დირექტორად; 2017 წლიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის "სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების ცენტრის" დირექტორია; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა არაერთი სამრეწველო და საზოგადოებრივი დანიშნულების მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობა, მათ შორის: ოზურგეთის მაღაროთა სამმართყველოს ტრაქიტების ქარხნის, ოზურგეთის მაღაროთა სამმართველოს სავაჭრო ცენტრის, პანსიონატ "მთის ბროლის" საცხოვრებელი სახლის დაბა ურეკში, ეროვნული ბანკის ოზურგეთის ფილიალის შენობის, შპს "მაგთიკომის" ოზურგეთის ფილიალის ოფისის შენობის, ს.ს. "ბჟუჟჰესის" სასტუმრო კომპლექსის ქ. ოზურგეთში და სხვა; დიდი წვლილი აქვს შეტანილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის საქმეში, კერძოდ, საბავშვო ბაღების, ხიდების, სოფლის ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების, ელექტროგანათების ქსელების, წყალმომარაგების სათავე ნაგებობებისა და ქსელების მშენებლობაში და სხვა; მისი მონაწილეობით განხორციელდა ქ. ოზურგეთის განაშენიანების გეგმის საფუძვლების მომზადება და გენერალური გეგმის დამუშავება; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 232-233
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |