Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბრაიან ჯორჯ ჰიუიტი![]()
Biographyდაბადების ადგილი: დონკასტერი (ინგლისი). დაამთავრა კემბრიჯის უნივერსიტეტი (ინგლისი) 1973 წელს; 1979-1980წწ. - სტუდენტთა გაცვლის პროგრამით სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აგროვებდა მასალას დისერტაციისთვის ძველ ქართულ ენასა და სვანურ ენაზე; 1981-1988წწ. კითხულობდა ლექციებს ჰალის უნივერსიტეტიში (ინგლისი); 1982 წლიდან - კებრიჯის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი; 1988 წლიდან ლონდონის უნივერსიტეტში კავკასიური ენების პედაგოგი; 1995 წლიდან - სოხუმის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი; 1996 წლიდან - კავკასიური ენების პროფესორი; 1997 წლიდან - ბრიტანეთის აკადემიის მეცნიერ-მუშაკი; 1998 წლიდან - ლონდონის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმდოცნეობისა და აფრიკათმცოდნეობის სკოლის (SOAS) პროფესორი. ავტორია მონოგრაფიების, სახელმძღვანელოებისა და სტატიებისა. გამოქვეყნებულია ცალკე წიგნებად "აფხაზური ენა", ზ. ხობასთან ერთად - LDS (Lingua Descriptive Suties), vol. 2, 1979; "დაქვემდებარების ტიპოლოგია ქართულსა და აფხაზურში", Berlin; "ქართული ენა: სტრუქტურულ მიმართებათა გრამატიკა", Amsterdam/Philadelphia/London; "ქართული ენა: გრამატიკა შემსწავლელისთვის", Amsterdam/Philadelphia/London; "ქართული ენა: გრამაქტიკა შემსწავლელისთვის", London an New York, 1996; "ქართული საკითხავი. ტექსტებით, თარგმანითა და ლექსიკონით", London, 1996. რეცენზიებიდან მნიშვნელოვანია რეცენზია ა. ჰარისის წიგნზე: Diachronic syntax: the Kartvelian case, 1987. 1980-იან წლებში აქვეყნებდა აგრეთვე ქართული მხატვრული პროზის (ვაჟა-ფშაველას მოთხრობები) ინგლისურ თარგმანებს. ინგლისელი ენათმეცნიერი, ქართველოლოგი. წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.614; კავკასიის რეგიონის სამეცნიერო ქსელი: caucasus-mt.net Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |