The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარგალიტა არაბიძე

მარგალიტა არაბიძე
დაბადების თარიღი:22 მარტი, 1980  (45 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტი ინჟინერ-ენერგეტიკოსის სპეციალობით 1999 წელს, მაგისტრატურა სპეციალობით საინჟინრო მენეჯმენტი 2002 წელს.

2000-2008წწ. მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე ლაბორანტად, ასისტენტ-პროფესორად; 2004-2009წწ. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობისა და ტრანზიტული გადაზიდების პოლიტიკის დეპარტამენტის მთავარ და წამყვან სპეციალისტად; 2011-2012წწ. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი-ენერგორესურსების სამმართველოს მთავარ სპეციალისტად; 2013 წლის მაისიდან არის საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოეფექტურობისა და ალტერნატიული ენერგიების სამმართველოს უფროსი საინჟინრო მეცნიერებათა დოქტორი (2011).

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ.17-18


გააზიარე: