The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ზუბალაშვილი

დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:17??
კატეგორია:საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დავით ზუბალაშვილი ირიცხებოდა XVIII საუკუნეში გორის წარჩინებულ მოქალაქეთა სიაში არა მხოლოდ დიდი შეძლების, საუკეთესო სახლისა და მამულების გამო, არამედ პატიოსნებით, კეთილშობილებით, ღარიბთა შეწყალებითა და, რაც მთავარია, თანამოქალაქეთა საერთო ინტერესებზე ზრუნვით. დავითი საოცრად მორწმუნე კაცი ყოფილა, როცა გორიდან მეფე თეიმურაზის ბრძანებით გააძევეს უცხოელი კათოლიკე მღვდელები და იქაურ კათოლიკეებს წაართვეს ეკლესიაც, გორელი კათოლიკენი სალოცავად მაინც იკრიბებოდნენ დავით ზუბალაშვილის ოჯახში, მისი სახლის ერთ დიდ დარბაზში (ზ. ჭიჭინაძის ცნობით, ეს დარბაზი მოგვიანებით გადააკეთეს გორის საოსტატო სემინარიის თათარ მოსწავლეთა განყოფილების საცხოვრებელ ბინად). რადგან მაშინ ქადაგებისა თუ სხვა რელიგიური რიტუალების აღსასრულებლად ახალციხიდან იწვევდნენ უცხოელ პატრებს, ასეთი ვითარების გამო ეკლესიის ხარჯებს, თანხას მღვდლების სამგზავრო თუ სხვა აუცილებელი საჭიროებისათვის დავით ზუბალაშვილი იხდიდა. კათოლიკე ზუბალაშვილთა ამგვარი კეთილი საქმეების შესახებ პატრები პაპსაც აცნობებდნენ ხოლმე. ამიტომ იყო, რომ 1770 წელს პაპმა გორის ზუბალაშვილებს ლოცვა-კურთხევა და შენდობის წერილი გამოუგზავნა. ქველმოქმედი.

წყარო: ზუბალაშვილები ეროვნული მრეწველობისა და მეცენატობის სათავეებთან / ჟუჟუნა ფეიქრიშვილი.-თბ., 2011.-გვ.37 (dspace.nplg.gov.ge)


გააზიარე: