The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ზუბალაშვილი

დაბადების თარიღი:1780  (245 წლის)
გარდაცვ. თარიღი:18??
კატეგორია:საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

მიხეილ (ნათლობის სახელი მიქელი, ლათინი მოძღვრების პატივსაცემად დარქმეული) ზუბალაშვილმა ოჯახში შეითვისა შრომისმოყვარეობა, პატიოსანი ცხოვრება-საქმიანობის ჩვევები, მიიღო თავისი დროისათვის საჭირო განათლება და ძმებთან ერთად ჩაება აღებ-მიცემობაში; იგი ეწეოდა წარმატებულ ვაჭრობას რუსეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში (ქართული საბჭოთა ენციკლოპედია). მიხეილმა ცოლად შეირთო ცნობილი თავადის, კათოლიკე თუმანიშვილის ასული ნატალია. მათ ოჯახშიც, საგვარეულო ტრადიციისამებრ, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ შვილების სწავლა-განათლებას, რადგან მიაჩნდათ, რომ მხოლოდ გონიერი, ცოდნით აღჭურვილი ადამიანი დაიმკვიდრებდა საზოგადოებაში ღირსეულ ადგილს და ქვეყანასაც მოუტანდა სარგებლობას. მიხეილს ჰყავდა ორი ვაჟი: ზაქარია და თომა (სხვა ცნობით: ზაქარია, ალექსანდრე და თომა). მიხეილ ივანეს ძე ზუბალაშვილი.

წყარო: ზუბალაშვილები ეროვნული მრეწველობისა და მეცენატობის სათავეებთან / ჟუჟუნა ფეიქრიშვილი.-თბ., 2011.-გვ.45 (dspace.nplg.gov.ge)


გააზიარე: