შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თემურ კობახიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1974 წელს. 1974-1976წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტი, მთარგმნელი; 1976-1983წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საზღვარგარეთის თანამედროვე ლიტერატურული პროცესების სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1986-1991წწ. - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1992-2006წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საზღვარგარეთის ლიტერატურის კათედრის პროფესორი; 1992-2005წწ. - ამავე უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დეკანი; 1995-2005წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საზღვარგარეთის თანამედროვე ლიტერატურული პროცესების სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, მეცნიერხელმძღვანელი; 2001-2006წწ. - ამავე უნივერსიტეტის ამერიკანისტიკის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი; 2004-2006წწ. - საზღვარგარეთის ლიტერტურის ისტორიის კათედრის გამგე; 2006-2009წწ. - თბილისის უნივერსიტეტი "მეტეხი", ანგლისტიკის მიმართულების ხელმძღვანელი; 2009-2011წწ. - CATS Canterbury College, Tutor, კენტერბერი, დიდი ბრიტანეთი (დისტანციური სწავლება), ლექტორი; 2009-2013წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მოწვეული სრული პროფესორი; 2009-2014წწ. - კავკასიის უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა, ევროპეისტიკის და ამერიკანისტიკის პროფესორი; 2011-2014წწ. - კავკასიის უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა; 2011-2014 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოწვეული პროფესორი; 2014 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკული ლიტერატურის პროფესორი. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი; მონაწილეობდა სამეცნიერო კონფერენციებში; ატარებდა საჯარო ლექციებს; რომულადო დელ ბიანკოს სახელობის ფონდის (ფლორენცია, იტალია) საერთაშორისო ექსპერტი; ჟურნალ Homo Loquens-ის რედკოლეგიის წევრი; International Journal of American Studies - რედკოლეგიის წევრი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1991), პროფესორი (1996). წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: old.tsu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |