Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ედიშერ არჯევანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა მოსკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1962 წელს. 1952-1967წ. ბრატსკისჰესის, ნაგლუჰესის (ავღანეთი), ასუანისჰესის (ეგვიპტე) მშენებლობაზე ჯგუფის ხელმძღვანელი, უბნის უფროსი, ფილტრაციის საწინაღო ფარდების მთავარი ტექნოლოგი; 1968-1974წწ. სსრკ "სახმშენ"-ის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიწისქვეშა ნაგებობებისა და საფუძვლების უმცროსი, უფროსი მეცნიერ-მუშაკი; 1975-1977წწ. სსრკ ენერგეტიკის სამინისტროს საკავშირო გაერთიანება "Загранэнергостроймонтаж"-ის ტექნიკური განყოფილების უფროსი; 1978-1991წწ. სსრკ ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის მინისტრის თანაშემწე ჰიდროსადგურებში; 1986 წელს მონაწილეობა მიიღო ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის სალიკვიდაციო საქმიანობაში; 1991-1992წწ. კორპორაცია "Росэнергострой"-ის საქმეთა მმართველი; 1992-1994წწ. Рао "ЕЭС Россия"-ის საქმეთა მმართველის მოადგილე, ინსპექციის უფროსი. დაამუშავა გრუნტების ფილტრაციის საწინაღო შემჭიდროებებისა და დამაგრებების თეორია პრაქტიკაში დანერგვით ასუანის კაშხლისა და მოსკოვის ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობებზე. კურირებდა ისეთი მსხვილი ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობებს, როგორიცაა ენგურჰესი, ზაგორსკის ჰესი, ლენინგრადის წყალდიდობისაგან დაცვის და სხვ.; ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიტატი (1972). იყო "რუსეთის ერთიანი ენერგეტიკული სისტემის" დამსახურებული მუშაკი (1996), "ენერგეტიკის ვეტერანი" (1999); "საპატიო ჰიდროენერგეტიკოსი" (2002); 30 სამეცნიერო სტატიის ავტორი; მიღებული აქვს 5 საავტორო მოწმობა გამოგონებაზე. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ.20-21
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |