Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი სულაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1981 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის ასპირანტურა სამშენებლო კონსტრუქციებისა და შენობა-ნაგებობების განხრით 1987 წელს. 1981-1997წწ. მუშაობდა თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში ("თბილზნიეპი"), ინჟინრის, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის, უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობებზე; 1997 წლიდან მუშაობს საპროექტო ინსტიტუტ "საქბინრემპროექტში" და მის ბაზაზე შექმნილ ფირმებში: შპს "საქბინრემპროექტი", შპს "ივერკონტრაქტი" და შპს "ჯეოგლობაი" პროექტის მთავარ ინჟინრად; სამეცნიერო-კვლევითი მოღვაწეობის პერიოდში დამუშავებული აქვს და ავტორია 2 გამოგონების; გამოქვეყნებული აქვს 20-მდე სამეცნიერო სტატია; მისი უშუალო მონაწილეობით დამუშავებულია მრავალი შენობა-ნაგებობების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და გამაგრების პროექტები; მათ შორის: გოეთეს სახელობის სასწავლო ინსტიტუტის (ყოფილი გერმანიის საელჩო) მ. ჯავახიშვილის ქუჩაზე და საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმის რეკონსტრუქციის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო აკადემიის შენობის გამაგრების; აგრეთვე მრავალი საცხოვრებელი სახლისა და სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების გამაგრება, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტები - ძველი თბილისის ზონაში, ვარკეთილისა და ვაზისუბნის მიკრორაიონებში, მესამე მასივისა და აეროპორტის დასახლებებში და სხვა; მრავალწლიანი სამეცნიერო-კვლევითი, პროფესიული პრაქტიკული საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები; დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი 1990 წელს. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 234-235
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |