Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სოლომონ თელია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მარანი, აბაშის რაიონი. დაამთავრა ფოთის უმაღლესი ექვსკლასიანი სასწავლებელი 1903 წელს. ამავე წლიდან მუშაობდა ბათუმში გემებზე ნავთის მტვირთავად. რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება 1902 წლიდან, 1903 წელს შექმნა სოციალ-დემოკრატიული წრე. ბათუმში სწავლობდა ლავროსი კალანდაძის პროპაგანდისტულ წრეში (პოლიტიკური ეკონომია, ერფურტის პროგრამა, კომუნისტური მანიფესტი და სხვ.), იყო პროპაგანდისტ-აგიტატორი მუშათა წრეებში. 1904 წლის ბოლოს, სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის დავალებით სოლომონ თელია სამტრედიაში მიავლინეს სამუშაოდ. 1905 წელს შედგა წითელი რაზმი, რომლის სამხედრო შტაბის წევრი იყო სოლომონ თელია, ამ რაზმმა ზესტაფონში განაიარაღა ჯარის ნაწილები, ამ რაზმის მიზანი იყო შავი ზღვიდან მომავალი მთავრობის ჯარები თბილისისკენ არ გამოეშვა. სოლომონ თელია სამეგრელოსა და იმერეთის სოფლებში ეწეოდა მთავრობის საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდას. იგი სხვებთან ერთად, სამტრედიის სადგურზე დახვდა ალიხანოვ-ავარსკის სადამსჯელო რაზმს. რეაქციის წლებში ჭიათურაში განაგრძობდა არალეგალურ მუშაობას. 1906 წელს მუშაობა დაიწყო ხაშურის სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციაში, შემდეგ გადავიდა ბორჯომში. ბორჯომში, საშა გეგეჭკორის ბინაზე ჰექტოგრაფით ბეჭდავდა პროკლამაციებს. ბორჯომიდან სოციალ-დემოკრატიულმა ორგანიზაციამ ბაქოში გაგზავნა, ხოლო 1907 წელს საქართველოს სოციალ-დემოკრატიულმა პარტიული ორგანიზაციიის კონფერენციამ, რომელიც თბილისში ჩატარდა, ცხინვალში გააგზავნა, სადაც აღადგინა სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციები და რევოლუციური მუშაობა. 1908 წლის დასაწყისში ამავე დავალებით გაიგზავნა თელავის მაზრაში. გორში მისი მონაწილეობით გაიხსნა "სახალხო სახლი". 1906 წლიდან სოციალ-დემოკრატიულ გაზეთებში ათავსებდა კორესპონდენციებსა და წერილებს საზოგადოებრივი, პარტიული და პროფესიონალური ცხოვრების შესახებ. 1907-1908 წლებში დაიწყო პუბლიცისტური წერილების ბეჭდვა პარტიული, პროგრამული და ტაქტიკური ორგანიზაციული საკითხების შესახებ. 1908 წელს მონაწილეობა მიიღო რუსული და ქართული არალეგალური პარტიული (ბოლშევიკური) ჟურნალის "პროლეტარის" გამოცემაში. 1909 წელს გამოსცა ჟურნალი "მგზავრი". ხელმძღვანელობდა საფოსტო განყოფილებას გრიგოლ ლორთქიფანიძის მიერ დაარსებულ გაზეთში. რედაქციაში მუშაობის დროს შეიპყრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს, შემდეგ ხუთი წლით როსტოვში გადაასახლეს. სოლომონ თელია როსტოვში მუშაობდა სხვადასხვა ქარხანაში (თუთუნის, ცემენტის, ქაღალდის), სადაც ჩასვლისთანავე სოციალ-დემოკრატიული, ორგანიზაციული და პარტიული მუშაობა დაიწყო (ჰექტოგრაფზე ბეჭდავა პარტიულ ლიტერატურას). 1916 წელს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით ხუთი წლით ირკუტსკის გუბერნიაში გადაასახლეს, შემდეგ კი ტაგანროგის ციხეში გადაიყვანეს. განთავისუფლდა 1917 წელს, რევოლუციის შემდეგ. მაკეევკაში დაბრუნებული, არჩეულ იქნა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ, დაესწრო სრულიად რუსეთის მუშათა, ჯარისკაცთა და გლეხთა საბჭოების პირველ თათბირს; ესწრებოდა პარტიულ ყრილობებსა და კრებებს, არჩეული იყო ქალაქ მაკეევკის მოურავის მოადგილედ, რუსეთის დამფუძნებელთა კრების დეპუტატობის კანდიდატად. 1920 წელს დაბრუნდა საქართველოში, მუშაობდა სრულიად საქართველოს პროფკავშირთა და დამზღვევ სალაროთა ინსტრუქტორად. რევოლუციონერი, პროპაგანდისტ-აგიტატორი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.296
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |