შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზვიად ხელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტი. სტაჟირება აქვს გავლილი International Haus Sertificateda 2006, Sabit Hospital Administration Program, Unaited States Department of Americe-2012 პროგრამებში, აგრეთვე ვაშინგტონის, ფლორიდის, პენსილვანიის, ტამპას უნივერსიტეტების კრიტიკული მედიცინის კლინიკებში. 2008 წელს დაიცვა დისერტაცია ფილოსოფიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად მედიცინაში, ხოლო 2009 წელს მიენიჭა კრიტიკული მედიცინის ექიმის სერტიფიკატი. 2005-2006წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის უცხოეთთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი; 2006-2009წწ. - კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტის "ავადმყოფის მოვლის პროგრამის" პედაგოგი; 2009-2011წწ. - ამავე ინსტიტუტის "კრიტიკული მედიცინის პროგრამის” ასისტენტ-პროფესორი; 2011-2014წწ. – კრიტიკული მედიცინის პროგრამის ასოცირებული პროფესორი; 2015 წლიდან - ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, კრიტიკული მედიცინის სამსახურის უფროსი და სრული პროფესორი; 2009-2016წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი, კითხულობდა ლექციებს და ატარებდა პრაქტიკულ მეცადინეობებს ქართულ და ინგლისურენოვან სექტორზე; 2010 წლიდან - კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტში "კრიტიკული მედიცინის" და "ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგიის" რეზიდენტურის სახელმწიფო პროგრამების ლოკალური ხელმძღვანელი, იგივე როლს ასრულებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ "კრიტიკული მედიცინის" რეზიდენტურის სახელმწიფო პროგრამაში. მისი ხელმძღვანელობით დაცულია მედიცინაში ფილოსოფიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებელი ორი დისერტაცია. არის 597 სამეცნიერო შრომის ავტორი მათ შორის 5 სახელმძღვანელოა, 3 მონოგრაფია და 4 პატენტი. 2015 წლიდან - ჟურნალ "CriticalСare&CatastropheMedicine" სარედაქციო კოლეგიის წევრი; 2016 წლიდან - თბილისის ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმის "New Steps in Critical Care&Catastrophe Medicine" მდივანი, ხოლო 2017 წლიდან - მსოფლიოს აკადემიათაშორისო თანამშრომლობა ჯანმრთელობისათვის პირველი საერთაშორისო სამუშაო შეხვედრის გენერალური მდივანი. მონაწილეობდა ინტენსიური და კრიტიკული ზრუნვის ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის მულტიცენტრული საერთაშორისო სამეცნიერო პროექტების "ICON" (2015) და"EPIC-3" (2016) საქართველოს კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტში მიმდინარე სამუშაოებში. ასევე მონაწილეობდა ინტენსიური ზრუნვის ევროპის საზოგადოების მულტიცენტრული საერთაშორისო სამეცნიერო პროექტის "Pneumonia Inspire" საქართველოს კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტში მიმდინარე სამუშაოებში. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2008), პროფესორი. წყარო: "საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია: amsg.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |