The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბიძინა სუმბაძე

ბიძინა სუმბაძე
Date of birth:12 January, 1929  (96 years)
Category:Architect

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურული ფაკულტეტი და მიენიჭა არქიტექტორ-მხატვრის კვალიფიკაცია 1954 წელს.

1954-1963წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქსახპროექტში", სამოქალაქო ნაგებობათა პროექტირების განყოფილებაში არქიტექტორად, ჯგუფის ხელმძღვანელად; 1964-2005წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში" პროექტის მთავარ არქიტექტორად, არქიტექტურული სახელოსნოს ხელმძღვანელის მოადგილედ; მისი სააქციო საზოგადოება "საქქალაქმშენსახპროექტად" რეორგანიზაციის შემდეგ იყო მთავარი სპეციალისტი; 2006-2009წწ. მუშაობდა სამშენებლო კომპანია "არქსტუდია პ. მ."-ში პროექტის დირექტორის მოადგილის კონსულტანტად; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით დამუშავებულ იქნა მრავალი სამოქალაქო დანიშნულების მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობის პროექტი, მათ შორის: კინოთეატრი 800 ადგილზე და სავაჭრო ცენტრი XXI მიკრორაიონში (ქ. რუსთავი), ხალხთა მეგობრობის გამზირის დეტალური დაგეგმარების პროექტი და ქ. რუსთავის პერსპექტიული განვითარების გენგეგმა (1981, ავტორთა ჯგუფთან), ფეიქართა კულტურის სასახლე 700 ადგილზე და ქ. გორის ქალაქგეგმარებითი პროექტი (2004, ავტორთა ჯგუფთან ერთად), დაბა ლენტეხის პერსპექტიული განვითარების გენგეგმა (ავტორთა ჯგუფთან), არაერთი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისა და საცხოვრებელი მიკრორაიონების მოშენების პროექტები და სხვა; არის მონაწილე რესპუბლიკური კონკურსების - "ერთბინიანი საცხოვრებელი სახლი სოფლისთვის", II პრემია (1973), ქ. თბილისის მეტროპოლიტენის სადგური "წერეთლის გამზირი", III პრემია (1974).

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 236-237

Member of Organizations

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი (1961-)

Awards and Honors

  • 2014 - არქიტექტურის რაინდის წოდება
  • 1999 - ღირსების ორდენი
  • 1984 - საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი
  • 1981 - საპატიო ნიშნის ორდენი

Share: