The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამარ სხილაძე

თამარ სხილაძე
Date of birth:6 May, 1965  (59 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1989 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასპირანტურა.

1989-2010წწ. მუშაობდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში"; X არქიტექტურულ სახელოსნოში ინჟინერ-კონსტრუქტორად, ჯგუფის ხელმძღვანელად; 2011 წლიდან მუშაობს შპს "თბილქალაქპროექტში" ჯგუფის ხელმძღვანელად, პროექტის კოორდინატორად; 2008 წლიდან შპს "ტრიადას" დირექტორია; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით დამუშავებულ იქნა მრავალი სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო და საზოგადოებრივი დანიშნულების მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობის პროექტი; მათ შორის: ო. ღუდუშაურის სახელობის მრავალპროფილური საავადმყოფოს, საქართველოს საცნობარო ლაბორატორიის, სამონასტრო კომპლექსის ქ. ახალციხეში, სულხან-საბას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის, დიაბეტიან ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის, რკინიგზის სადგურ "თბილისი საკვანძოს" საკონტეინერო ტერმინალის, ქ. ახალციხის სარკინიგზო სადგურის ინფრასტრუქტურის ობიექტების, მცირე სასტუმროების ქ. თბილისსა და დ. ბაკურიანში, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების ქ. თბილისში, საგურამოში, სოფ. კოტორაანთკარში, სასათბურე კომპლექსის ქ. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. გვარაში და სხვა; მრავალწლიანი პროფესიული შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები; დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 238


Share: