Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ტალახაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1991 წელს. 1991-1993წწ. მუშაობდა საქართველოს არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტროს სამეცნიერო-ტექნიკური სამმართველოს ინჟინრად; 1993-1996წწ. ამავე სამინისტროს ჯერ სამშენებლო წარმოების ორგანიზაციის სამმართველოს, შემდეგ სამშენებლო ინდუსტრიის, საშენ მასალათა მრეწველობისა და სამშენებლო წარმოების ორგანიზაციის სამმართველოს უფროს ინჟინრად; 1996-2001წწ. მუშაობდა საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს, სამშენებლო დარგის პერსპექტიული განვითარების სამმართველოს განყოფილების წამყვან ინჟინრად; 2002-2003წწ. ამავე სამმართველოს უფროსად; 2003-2004წწ. მშენებლობის და საშენი მასალების წარმოების სამმართველოს უფროსი იყო; 2004-2008წწ. მუშაობდა ჯერ საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს სამშენებლო-საინჟინრო საკითხთა სამმართველოს უფროსად და შემდეგ კი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთავარი "არქმშენინსპექციის" უფროსად; 2011 წლიდან არის თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 240-241
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |