Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან ასათიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. პიატიგოსკში (რუსეთის ფედერაცია). დაამთავრა ამიერკავკასიის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრომექანიკური ფაკულტეტი 1936 წელს. სწავლის პერიოდში მუშაობდა ამიერკავკასიის სატყეოტექნიკურ ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობებზე; 1936-1945წწ. საქართველოს ენერგეტიკის სამმართველოს ინჟინერი, სამსახურის უფროსი, წარმოების დირექტორი, მშენებლობის ქუთაისის სამმართველოს უფროსი; 1945-1964წწ. ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენის" მთავარი ინჟინერი; 1964 წელს სსრკ ენერგეტიკისა და ელეკტროფიკაციის სამინისტროს მივლინებით გაიგზავნა არაბეთის რესპუბლიკაში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობის ორგანიზაციისათვის, რაც დაკავშირებული იყო მდინარე ნილოსზე ასუანის ჰიდროელექტროსადგურის აშენებასთან. დავალების პირნათლად შესრულებისთვის დაჯილდოებული იყო ორდენით "არაბი ხალხის წინაშე დამსახურებისთვის".1968-1970წწ. ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენის" მმართველის მოადგილე; 1970 წელს "საქმთავარენერგოს" პერსპექტიული განვითარების სამსახურის უფროსი; 1982-1986წწ. ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენის" ინჟინერი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 22 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |