The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან ასათიანი

ლევან ასათიანი
დაბადების თარიღი:1907
გარდაცვ. თარიღი:1992  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. პიატიგოსკში (რუსეთის ფედერაცია).

დაამთავრა ამიერკავკასიის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრომექანიკური ფაკულტეტი 1936 წელს.

სწავლის პერიოდში მუშაობდა ამიერკავკასიის სატყეოტექნიკურ ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობებზე; 1936-1945წწ. საქართველოს ენერგეტიკის სამმართველოს ინჟინერი, სამსახურის უფროსი, წარმოების დირექტორი, მშენებლობის ქუთაისის სამმართველოს უფროსი; 1945-1964წწ. ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენის" მთავარი ინჟინერი; 1964 წელს სსრკ ენერგეტიკისა და ელეკტროფიკაციის სამინისტროს მივლინებით გაიგზავნა არაბეთის რესპუბლიკაში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობის ორგანიზაციისათვის, რაც დაკავშირებული იყო მდინარე ნილოსზე ასუანის ჰიდროელექტროსადგურის აშენებასთან. დავალების პირნათლად შესრულებისთვის დაჯილდოებული იყო ორდენით "არაბი ხალხის წინაშე დამსახურებისთვის".1968-1970წწ. ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენის" მმართველის მოადგილე; 1970 წელს "საქმთავარენერგოს" პერსპექტიული განვითარების სამსახურის უფროსი; 1982-1986წწ. ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენის" ინჟინერი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 22

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • სსრკ საპატიო ენერგეტიკოსი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: