The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ომარ ტონია

ომარ ტონია
ოფიციალური სახელი:გარსევან ტონია
დაბადების თარიღი:5 მაისი, 1942  (82 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა ქ. ვორონეჟის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1972 წელს.

1965-1974წწ. მუშაობდა ქ. ვორონეჟის სამშენებლო ტრესტ "სპეცმშენი"-ს №7 სამშენებლო სამმართველოში ბრიგადირად, ოსტატ მშენებლად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად (უბნის უფროსად); 1974-1984წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "სპეცმშენის", ჯერ საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად, შემდეგ წლებში № 28б 22 და №132 მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსად (ქ. ფოთი, ქ. ბათუმი, ქ. ქუთაისი); 1984-2008წწ. იყო შპს "თბილისის წყლის" მშენებლობის დირექტორი; 2009 წლიდან არის შპს "ენსისი"-ს მშენებლობის დირექტორი; უშუალო მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალი მნიშვნელოვანი სპეციალური და ინფრასტრუქტურული დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში, მათ შორის: ქ. ნოვოვორონეჟის ჰიდროელექტროსადგურის, ადმინისტრაციული შენობების, წყალსადენისა და საკანალიზაციო მაგისტრალური ქსელებისა და სატუმბო სადგურების მშენებლობაში ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე (რუსეთის ფედერაცია); ხელმძღვანელობდა ჟინვალის, ბულაჩაურის, მუხრანის ველის, ნატახტრისა და საგურამოს წყალსადენების შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციას, ქ. თბილისის წყალსადენის დიდი დიამეტრის მაგისტრალური ქსელების, სატუმბო სადგურებისა და რეზერვუარების, შენობა-ნაგებობების სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულებას; აგრეთვე, ქ. რუსთავის, ქ. ფოთის, ქ. ბათუმისა და ქ. ქუთაისის საკანალიზაციო ქსელების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობას; ხელმძღვანელობს სხვადასხვა მაგისტრალური და საქალაქო ინფრასტრუქტურული დანიშნულების ობიექტების მშენებლობას; მრავალწლიანი პროფესიული შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 242-243


გააზიარე: