The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მაია ჯალიაშვილი

მაია ჯალიაშვილი
Date of birth:19??
Category:Scientist, Writer, Educator, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ლაგოდეხი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის უახლესი ქართული ლიტერატურის ასპირანტურა.

სხვადასხვა დროს მუშაობდა ლიტერატურისა და ხელოვნების ცენტრალურ სახელმწიფო არქივში მეცნიერ-თანამშრომლად, კოლეჯსა და ლიცეუმში (პედაგოგად) და სოციალურ-ეკონომიკურ და მასწავლებელთა გადამზადების ინსტიტუტებში (ლექტორად), ჟურნალ "ომეგაში ლიტერატურის განყოფილების ხელმძღვანელად, გაზეთებში: "ჩვენს მწერლობასა" და "ახალ ქართულ გაზეთში". 1991 წლიდან მუშაობს შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში, სადაც იყო მეცნიერ-თანამშრომელი, საცნობარო-ენციკლოპედიური განყოფილების ხელმძღვანელი, ახლა კი მთავარი მეცნიერ-თანამშრომელია. ამავე დროს, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტის პროფესორი. ლექციებს კითხულობს ქართული ლიტერატურის ისტორიასა და ლიტერატურათმცოდნეობაში. არის მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების გრძელვადიანი ტრენინგმოდულის ავტორი, ტრენერი. წლების განმავლობაში იყო აკრედიტაციის ექსპერტი. მისი სტატიები იბეჭდება შემდეგ ჟურნალებში: "ძიებანი", "სჯანი", "კრიტიკა", "ჩვენი მწერლობა", "სემიოტიკა", ჟურნალი "მასწავლებელი" და ინტერნეტგაზეთი "მასწავლებელი" და სხვა. მაია ჯალიაშვილი არის 300-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის, წერილის, ესეს ავტორი. ლიტერატურულ პრემია "საბას", წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკის ნომინანტი (2017); საერთაშორისო და ლოკალური კონფერენციების მონაწილე, სხვადასხვა სამეცნიერო პროექტის მენეჯერი და მონაწილე. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სანდრო ცირეკიძე და ქართული სიმბოლიზმი", დაიცვა 1991 წელ; სადოქტორო დისერტაციის თემა – "ქართული მოდერნისტული რომანი", დაიცვა 1999 წელს.

წყარო: პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.228; ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი: gau.edu.ge

Member of Organizations

  • სამეცნიერო და სადისერტაციო საბჭო, წევრი

Awards and Honors

  • 2024 - პრემია "მუზა", წლის საუკეთესო კრიტიკა / რეცენზია
    წერილები თანამედროვე ქართულ რომანზე
  • 2016 - პრემია "საგურამო"
  • 2012 - მასწავლებლის სახლის საუკეთესო ტრენერი
  • 2012 - "ლიტერატურული გაზეთის" პრემია (კონკურსში გამარჯვება)
    წერილისთვის "ზნეობის გარდამოხსნა"
  • 2012 - გრიგოლ კიკნაძის პრემია (კონკურსში გამარჯვება)
    საუკეთესო სამეცნიერო სტატიისთვის "არტისტული თამაშის ვარიაციები ქართულ მოდერნისტულ რომანში"
  • 2000 - ალექსანდრე ორბელიანის სახელობის პრემია

Bibliography


Share: