შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ომარ ასათიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი სამთო ინჟინრის კვალიფიკაციით 1964 წელს, ასპირანტურა 1971 წელს (ქ. მოსკოვი, რუსეთი). 1964-1968წწ. მუშაობდა საქართველოს გეოლოგიურ სამმართველოში ფოლადაურის საძიებო პარტიაში ბურღვის უფროს ოსტატად, ბურღვის ინჟინრად; 1968-1971წწ. სწავლობდა ასპირანტურაში ქ. მოსკოვში; 1971-1977წწ. ქ. ბორჯომში ჰიდროგეოლოგიური პარტიის მთავარ ინჟინრად; მოგვიანებით იყო კასპის რ-ნის ბურღვის პარტიის უფროსად; 1977-1978წწ. მივლინებულ იქნა სუდანში კონტრაქტის მთავარ ინჟინრად, სადაც სუდანის სახელმწიფოსგან მიიღო ჯილდო; 1978-2005წწ. საქნავთობში ღრმა ბურღვის პარტიის უფროსი, საქნავთობის ეკონომიკური და სამეურნეო მთავარი სამმართველოს უფროსი; საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში უძღვებოდა ბურღვა, ძებნა, ძიების კათედრის სალექციო კურსებს-პროფესორის სტატუსით; 2007 წელს "სტრეიტ ოილ ენდ გეს (საქართველო)"-ში ლოჯისტიკის მენეჯერად; დაჯილდოებულია სუდანის სახელმწიფო ელჩის საპატიო სიგელითა და მედლებით (1978), საპატიო სიგელით ნავთობის ეროვნული კომპანიის დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის (1999), ჯილდო - დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის (2004), მადლობის ჯილდო მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის (2013); იყო პირველი ქართველი მეცნიერი ვინც დანერგა "სვეტური ბურღვის მეთოდი" სსრკ -ში და მოსკოვში; კითხულობდა ლექციებს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქ. ბაქოში ნავთობის ძებნა-ძიების და ბურღვის მიმართულებით, ავტორია მრავალი წიგნის და სასწავლო-სამეცნიერო ბურღვის მეთოდების კრებულის რომლითაც სწავლობენ სტუ-ში დღესაც. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1971), დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 23 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |