შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თემურ რევიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. აბაშა. დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი სუბტროპიკული კულტურების ტექნოლოგიის ფაკულტეტი 1973 წელს. 1973-1979წწ. - სამეცნიერო-კვლევითი და პედაგოფიურ საქმიანობა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში, სუბტროპიკული კულტურების ტექნოლოგიის კათედრაზე (ლაბორანტი, უფროსი ლაბორანტი, უფროსი მეცნიერი თანამშრომლი, ლექტორი); 1974-1975წწ. შეიარაღებულ ძალებში სამსახური; 1979-1981წწ. ჩაის მრეწველობის ყოფილი საკავშირო სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანების ზუგდიდის ჩაის ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის უფროსი მეცნიერი თანამშრომლი; 1982-1988წწ. ამავე სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანების ფერმენტული პრეპარატების გამოყენების და ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1988-1991წწ. ორი ყოფილი საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების - ჩაის და სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის სამეცნიეო-საწარმოო გაერთიანებების შერწყმის შედეგად ახლად შექმნილი ჩაის, სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის სამეცნიეო - საწარმოო გაერთიანების გენერალური დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1992-2005წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკდემიის ჩაის, სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის სამეცნიერო - საწარმოო გაერთიანების გენერალური დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; ამავდროულად, 1996-2005წწ. სამეცნიერო - საწარმოო გაერთიანებასთან არსებულ სოფლის მეურნეობის პროდუქტების სერტიფიკაციის ორგანოს ხელმძღვანელი; 2006-2010წწ. სსიპ - ჩაის, სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის დირექტორი; 2011 წლიდან ა(ა)იპ საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტის ჩაის, სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის დირექტორი და ამავდროულად ინსტიტუტის საინჟინრო - ტექნოლოგიურ ლაბორატორიას და აგრარულ უნივერსიტეტთან არსებული საქართველოს სასოფლო - სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის ამაღლების პროექტის (USAID/REAP) ფარგლებში მოქმედი ლაბორატორიის შპს "აგროფარმ +"-ის ხელმძღვანელი; 1992-2006წწ. ოზურგეთის ბუნებათსარგებლობის სასწავლო ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის პროდუქტების შენახვის და გადამუშავების კათედრის გამგე და მიმართულების ხელმძღვანლი; შეიმუშავა ჩაის წარმოების მცირე ნარჩენიანი კომპლექსური ტექნოლოგია, რომელიც ეფუძნება ჩაის ფოთლის ღრმა და ინტენსიურ დამუშავებას თანამედროვე ფიზიკურ - მექანიკური და ბიოტექნოლოგიური მეთოდების გამოყენებით, იგი მოიცავს: ნედლეულის განსაკუთრებით მაღალკონდიციური შემადგენელიდან სპეციალიზებული და მაღალხარისხოვანი ტრადიციული ბაიხის ჩაის წარმოებას, დანარჩენი კომპონენტებიდან წვრილი, წვრილდისპერსული და გრანულირებული შავი და მწვანე ჩაის გამომუშავებას; ავტორია 196 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 52 გამოგონება და პატენტი; საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობა: ტექნიკური დახმარების პროგრამა (ვიეტნამი) – "ჩაის მრეწველობის სამეცნიერო უზრუნველყოფა", მიმართულების ხელძღვანელი (1983-1984); "ნოუ ჰაუ ფონდი (დიდი ბრიტანეთ) – "საქართველოს ჩაის მრეწველობის ქმედითუნარიანობის შეფასება", მეცნიერი კონსულტანტი (1995); მსოფლიო ბანკის პროექტი - "ქართული ჩაის რეაბილიტაციის პროგრამა", სპეციალიზებული ჩაის წარმოების შესაძლებლობის შესწავლა" მიმართულების მეცნიერი კონსულტანტი (2003 -2005); კომპანია "ასტარა ჩაი" (აზერბაიჯანი ) - "ჩაის რეაბილიტაციის პროგრამა", მეცნიერი კონსულტანტი (2010-2016); ევროპული ასოციაცია "ჩაი გამოზრდილი ევროპაში" (საფრანგეთი) კონსულტანტი (2018-2022). მიღებული აქვს საქართველოს მთავრობის პირველი პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (1985). ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1979), ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (2006). ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |