Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დიმიტრი აუცე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1952 წელს, ასპირანტურა 1955 წელს. 1956 წლიდან მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქსახწყალპროექტში უმცროსი მეცნიერ თანამშრომელად; 1967-1972წწ. ჰიდროტექნიკისა და ჰიდროენერგეტიკული დანადგარების ლაბორატორიის გამგედ; იკვლევდა საკითხებს ენერგეტიკულ სისტემებში მომუშავე ჰესების ოპტიმალური რეჟიმის შერჩევაზე, ჰიდროტურბინების ტექნიკური მდგომარეობის დადგენაზე მათი ნატურაში დადგენის გზით, ექსპლუატაციაში მყოფი ჰესების ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და დანადგარების პერიოდულად შემოწმებისა და სათანადო ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციის გაცემაზე მათი საიმედო მუშაობის მიზნით. ჰქონდა გამოკვლევები ხრამჰესის წყალსაცავის მუშაობის, რიონჰესის, ლაჯანურჰესის, სოხუმჰესის და სხვ. ობიექტების წყალგაუმტარიანობის გაზრდის საკითხებზე, რომელთა დანერგვამ ხელი შეუწყო ენერგოობიექტების ენერგეტიკული სიმძლავრეების გაზრდას. 1972 წელს სამუშაოდ გადავიდა ქ. მოსკოვში, წყლის პრობლემების ინსტიტუტში. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1961). წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 23-24
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |