Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ ქვრივიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1980 წელს. 1980-2010წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში" ინჟინრად, უფროს ინჟინრად, მთავარ სპეციალისტად; 2010 წლიდან მუშაობს შპს "ჯი ბი პი ენ"-ის მთავარ კონსტრუქტორად, დირექტორად სამშენებლო სფეროში; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით დამუშავებულ იქნა მრავალი საცხოვრებელი სახლის, საზოგადოებრივი და ინფრასტრუქტურული დანიშნულების ობიექტის მშენებლობის პროექტი, მათ შორის: "დინამოს" ცენრალური სტადიონის (ამჟამად "დინამო-არენა") რეკონსტრუქციის, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის, წყალმომარაგების კომპანიის ცენტრალური ადმინისტრაციული შენობის, სასტუმრო კომპლექს "პანორამის" ქ. თბილისში, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის, სასტუმრო "მარიოტისა" და სასტუმრო "ამბასოდორის" შენობების ქ. ბათუმში, რკინიგზის ვაგზლის შენობის ქ. ახალქალაქში, ბაზრის კომპლექსის ქ. ზესტაფონში, კაფე-რესტორნის დ. ანაკლიაში, სასტუმროს სოფ. შეკვეთილში, საცხოვრებელი სახლების კომპლექსის თამარაშვილის ქუჩაზე, ჭავჭავაძის გამზირზე და აღმაშენებლის გამზირზე ქ. თბილისში, სამონასტრო კომპლექსის ყაზბეგის რაიონში (ლარსთან) და ეკლესიის თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში და სხვა; შრომით საქმიანობაში მიღწეული წარმატებებისა და დამსახურებისათვის 2015, 2016 და 2017 წლებში მიღებული აქვს ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგის კავშირის ოქროს მედალი "დარგის ლიდერი". წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 250
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |