The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლერი ქვრივიშვილი

ლერი ქვრივიშვილი
დაბადების თარიღი:24 ნოემბერი, 1956  (68 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1979 წელს.

1979-1982წწ. მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული საბაგირო ტრანსპორტის განვითარებისა და სამონტაჟო გაერთიანება "საქბაგირგზის" საძიებო განყოფილების ინჟინრად; 1982-1983წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს საწარმოო ტრესტ "მშენინდუსტრიის" სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად (უბნის უფროსად); 1989-1991წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "მშენტრანსის" სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი (უბნის უფროსი); 1991-1994წწ. მუშაობდა კოოპერატივ "ლაშხეთი"-ს დირექტორად; 1994-2005წწ. მუშაობდა შპს "ლიზინგში" ინჟინრად, უფროს ინჟინრად; 2005 წლიდან მუშაობს მის მიერ დაფუძნებული სამშენებლო ფირმა (შპს) "აზულა"-ს დირექტორის თანამდებობაზე; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენებულ იქნა არაერთი სამრეწველო, საზოგადოებრივი და ინფრასტრუქტურული დანიშნულების ობიექტი. მათ შორის: ხე-ტყის გადამამუშავებელი კომბინატის საწარმოო და ადმინისტრაციული შენობები, ქვის გადამამუშავებელი ქარხნის კომპლექსი (ვაშლიჯვარში), დ. კოჯრის დასასვენებელი პარკის კომპლექსი, წყალსადენის ქსელები თავისი ხელოვნური ნაგებობებით სოფლებში - გამარჯვება, გაჩიანი, ვაზიანი, თელეთი და სააკაძე, ასევე წმინდა გიორგის სახელობის ტაძრების რესტავრაცია სოფლებში აზულში და უდოში; მრავალწლიანი პროფესიული შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 251


გააზიარე: