შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გოგია ჭიჭოშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ლიშო. უმაღლესი პედაგოგიური განათლება თბილისში მიიღო, მერე კი მშობლიურ რაიონს დაუბრუნდა და რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლადაც იმუშავა. 1939 წელს ჯარში გამოიძახეს, მაგრამ უარი თქვა, - "ამ ომში წამსვლელი არ ვარ, ეს რუსების დამპყრობლური ომია თავისუფალი ხალხების წინააღმდეგო", - და ტყეში ყაჩაღად გავარდა. 10 წლის მანძილზე იგი მცირერიცხოვან რაზმთან ერთად ებრძოდა კომუნისტურ წყობას და რეჟიმს; 1948 წელს ძალიან ახალგაზრდა, 29 წლისა ღალატით მოკლეს. საბჭოთა ხელისუფლება გ. ჭიჭოშვილის სახელის ხსენებას 1941 წლიდან კრძალავდა. 2011 წელს გამოქვეყნდა მიხეილ ღანიშაშვილის წიგნი "გოგია ჭიჭოშვილის ეპოსი". გოგია ჭიჭოშვილი მიხა ხელაშვილთან ერთად მთავარი გმირია პოემისა "ბოლშევიკურად ჯვარცმულნი". ეს პოემა შესულია კრებულში "მე პოეზიის ანგელოზი მალაპარაკებს" (ავტ. ნოდარ ჟიჟიაშვილი). წყარო: საინფორმაციო პორტალი ambebi.ge: ambebi.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |