The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ფარვიზ ახალკაცი

დაბადების თარიღი:1932
გარდაცვ. თარიღი:1995  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1955 წელს.

მუშაობდა თბილისის საპროექტო-საძიებოინსტიტუტ "ჰიდროენერგოპროექტში"; მონაწილეობდა საქართველოს მთელი რიგი ჰიდროენერგეტიკული ობიექტების ძიება-დაგეგმარებაში. წამოაყენა საინტერესო წინადადება მიწისქვეშა ჰიდროტექნიკური ნაგებობების ახალი ტექნიკური გადაწყვეტებების ხაზით. 1957 წლიდან მუშაობდა ნაგებობათა და ჰიდროენერგეტიკის თბილისის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ინჟინრად, უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, ჯგუფის ინჟინრად, უფროს მეცნიერ თანამშრომლად, სექტორის გამგედ. მიღებული ქონდა სსრკ საავტორო მოწმობები.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 26

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1981 - სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა (ВДНХ)

გააზიარე: