| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბონდო გასვიანი![]()
Biographyდაამთავრა სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი ბაკალავრის ხარისხით სპეციალობით - საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმე 2009 წელს; იმავე წელს ჩააბარა სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე, 2012 წელს მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი; 2012 წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამაზე და 2019 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე - "საერთაშორისო ბიზნესის სამეწარმეო სტრუქტურების განვითარების ძირითადი მიმართულებები გლობალიზაციის პირობებში", რის საფუძველზეც საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2010-2013 წლებში მუშაობდა შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში" სხვადასხვა თანამდებობებზე (ანალიტიკური სამმართველოს სპეციალისტი, შემოსავლების სამმართველოს სპეციალისტი, შემოსავლების განყოფილების უფროსი (ბორჯომის სერვისცენტრი), შემოსავლების განყოფილების უფროსი (ბოლნისის სერვის-ცენტრი), შემოსავლების სამმართველოს სპეციალისტი - "რეგიონების კურატორი" (ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, კახეთი), შემოსავლების დეპარტამენტის უფროსი); 2013 წელს მუშაობდა კერძო სექტორში, კერძოდ, ტურისტული კომპანია M – Tour -ში დირექტორის მოადგილედ; 2014-2019 წლებში მუშაობა გააგრძელა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აუდიტორის პოზიციაზე (აუდიტორ ასისტენტი, უფროსი აუდიტორი, წამყვანი აუდიტორი); 2019 წელს დაინიშნა აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს მინისტრის მოადგილედ; 2020-2025 წელებში მუშაობდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე; 2025 წლიდან საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში იკავებს ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას და არის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრი; ამავდროულად ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას: 2019 წლიდან არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სადაც უძღვება საგანს - კროს-კულტურული ურთიერთობები საერთაშორისო ბიზნესში, ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლები, საერთაშორისო ბიზნესი. ასევე, 2019 წლიდან მოწვეული ლექტორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც უძღვება საგანს - შესავალი კურსი აუდიტში; 2022 წლიდან არის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. კვლევის სფეროებია: საერთაშორისო მეწარმეობა, ბიზნესის ადმინისტრირება, საერთაშორისო მენეჯმენტი, აღრიცხვა-ანგარიშგება აუდიტი, აქტიურადაა ჩართული ოკუპირებული ტერიტორიის ეკონომიკური მდგომარეობის შემსწავლელ კვლევებში. არის 20- მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის, სტატიების და მონოგრაფიის ავტორი/თანაავტორი, ქართულ და ინგლისურ ენებზე. საჯარო სამსახურის მეორე კლასის მრჩეველი (2016). Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

