Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამაზ ლომიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1978 წელს. 1978-1982წწ. მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვადასხვა სამშენებლო ორგანიზაციებში; 1983-1997წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს კაპიტალური მშენებლობის სამმართველოში, ჯერ ტექნიკური განყოფილების ინჟინრად, ტექნიკურ ზედამხედველად, ხოლო შემდეგ ტექნიკური განყოფილების უფროსად, სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1997 წლიდან მუშაობს სააქციო საზოგადოება "აჭარკაპმშენი"-ს მთავარ ინჟინრად; დიდი წვლილი აქვს შეტანილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახალხო მეურნეობის სხვადასხვა დარგების განვითარებისთვის სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნის საქმეში; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით XX საუკუნის ბოლო პერიოდში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე აშენდა მრავალი საბინაო, კულტურულ-საგანმანათლებლო, კომუნალური და ინფრასტრუქტურული დანიშნულების მნიშვნელოვანი ობიექტები, რომელთაც შექმნეს საფუძველი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის შემდგომი განვითარებისათვის; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 256
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |