Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლიანა ლომიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურული ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1987 წელს. 1987-2001წწ. მუშაობდა ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის არქიტექტურის განყოფილების საწარმოო ჯგუფის არქიტექტორად; 2001-2003წწ. იყო ქ. ბათუმის გამგეობის მთავარი არქიტექტორი; 2003-2005წწ. მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის, არქიტექტურულ-სამშენებლო ზედამხედველობის მთავარ სპეციალისტად; 2005-2006წწ. ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამსახურის სანებართვო განყოფილების უფროსად; 2006-2007წწ. იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი; 2008-2019წწ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მშენებლობის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტად და საპროექტო ფირმა "კონსტრუქტორი-21"-ის არქიტექტორად; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელებულ იქნა მრავალი საბინაო, კომუნალური, კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი და ინფრასტრუქტურული დანიშნულების ობიექტის დაპროექტება და მშენებლობა; მათ შორის: სასულიერო გიმნაზიის ახალი კორპუსის, სასტუმრო "ლაითპალასის", სასტუმრო "შერეკილების", მთელი რიგი საცხოვრებელი სახლების ქ. ბათუმში, საჯარო სკოლების აჭარის სხვადასხვა სოფლებში და ქ. ბათუმში, ევგენი ხარაძის სახელობის ასტროფიზიკური ობსერვატორიის რეაბილიტაციის დ. აბასთუმანში, მე-2 და მე-3 კატეგორიის საფეხბურთო სტადიონების ქ. ხაშურში, ქ. ტყიბულში, ქ. ზესტაფონში, ქ. საჩხერეში, ქ. ყვარელში და სხვა; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 256-257 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |