შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე თუმანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა თბილისის რეალურ სასწავლებელსა და პეტროვო-რაზუმოვსკის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში (კ. ტიმირიაზევის სახელობის სასოფლო-სამეურნეო აკადემია); დაამთავრა ქ. ტულის რეალური სასწავლებელი. 1891-1903 წლებში გამოსცემდა რუსულ გაზეთს "Новое обозрение", სადაც აქვეყნებდა საგარეო პოლიტიკსა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებს. თავის ძმას, გიორგი თუმანიშვილს ეხმარებოდა სხვადასხვა ლიტერატურის გამოცემაში (იყო თანაავტორი). გაზეთის დახურვის შემდეგ დაიწყო კავკასიის ისტორიის, არქეოლოგიისა და გეოგრაფიის საკითხების შესწავლა, მონაწილეობდა რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების მუშაობაში. 1913 წელს დაწერა და გამოაქვეყნა ნაშრომი "О доисторическом языке Закавказья" (შეიცავს საინტერესო მასალებს კავკასიის ხალხთა ენების წარმოშობის გამოსარკვევად). თებერვლის რევოლუციის შემდეგ უმთავრესად წერდა პოლიტიკურ თემებზე გაზეთ "Кавказское слово"-სა და სხვა გაზეთებში, საქართველოს გასაბჭოებისას მუშაობდა კავკასიისმცოდნეობის მიმართულებით. გამოუქვეყნებელი დარჩა დრამა "Загадочные натуры", ისტორიული კვლევები "О древней географии Закавказья", "О культе героев в древнем Закавказье" და სხვ. მიხეილ ბირთველის ძე თუმანიშვილის შვილი, გიორგი თუმანიშვილის უმცროსი ძმა. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.349 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |