შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ხელთუბნელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის პირველი გიმნაზია და მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1906 წლიდან აქვეყნებდა სტატიებს თბილისისა და პეტერბურგის პრესაში ლიტერატურის, თეატრის, ისტორიისა და საზოგადოებრივი საკითხების შესახებ. საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ თანამშრომლობდა მრავალ საბჭოთა გამოცემასთან; 1924-1928 წლებში იყო გაზეთ "Зария Востока"-ს თანამშრომელი. მიხეილ ხელთუბნელის ნაშრომები ქართული ლიტერატურის სხვადასხვა საკითხებზე იბეჭდებოდა "ლიტერატურულ საქართველოში", "საბჭოთა ხელოვნებაში" და "ლიტერატურულ მატიანეში". გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილის შვილი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.353 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |