The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ თუშმალიშვილი

დაბადების თარიღი:20 ივლისი, 1878  (146 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის პირველდაწყებითი საქალაქო სკოლა და სახელოსნო სასწავლებელი 1897 წელს.

მუშაობდა რკინიგზის მთავარ სახელოსნოში ზეინკლად და იარალოვის ქარხანაში, თბილისის წყალსადენის სახელოსნოში, სადაც 1926-1927 წლებში წყალსაზომთა გაუმჯობესებისათვის დააჯილდოვეს. 1898 წლიდან იყო რსდმპს წევრი, სადაც ასრულებდა ტექნიკურ და საორგანიზაციო საკითხებს, 1900 წელს რკინიგზის გაფიცვაში აქტიური მონაწილეობისათვის დაპატიმრებულიც იყო. მიხეილ თუშმალიშვილი დაუახლოვდა "ავჭალის აუდიტორიას" (სახალხო თეატრი) და სრულიად უანგაროდ ემსახურებოდა ქართულ სახალხო თეატრს, იყო მოკარნახე ჯერ "ავჭალის აუდიტორიაში", შემდეგ ზუბალაშვილების სახალხო სახლში, ავლაბარში და სხვ. შესრულებული აქვს როლები: კაკულა ("პეპო"), პეტკა ("ციმბირელი პაპა"). 1919 წლის 5 მაისს სახალხო სახლმა მისი 25 წლის მოღვაწეობის იუბილე აღნიშნა. 1921 წლიდან მონაწილეობდა თეატრალურ-კულტურულ ღონისძიებებში. იყო პროფკავშირების პრეზიდიუმის წევრი, ოპერის თეატრის პოლიტ-სამხატვრო საბჭოს წევრი, თვითმოქმედი თეატრის პოლიტსაბჭოს წევრი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.370

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის გმირი

გააზიარე: