Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რეჯებ თხილაიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კონდიდი, ქობულეთის რაიონი. 1902 წელს რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად შექმნა სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაცია, რომელიც "ბათომის კომიტეტთან" შეთანხმებით მუშაობდა. იგი აწარმოებდა აქტიურ რევოლუციურ მუშაობას, მონაწილეობდა გაფიცვებში, მართავდა მანიფესტაცია-დემონსტრაციებს. 1904 წელს ორჯერ იყო დაპატიმრებული ტერორიზმის ბრალდებით. რეჯებ თხილაიშვილი იყო სკპ(ბ) საოლქო-საკონტროლო კომისიის წევრი (1921 წ., №27, 1930 წ., 14 ივნისი), აღმასკომის წევრი (1930., 9 ივლისი, №21), კომპარტიის წევრი 1926 წლიდან, აჭარის ცაკის წევრი 1925 წლიდან. რევოლუციონერ-ორგანიზატორი, ქართველ მუსლიმთა პირველი წითელი მედროშე. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.371
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |