შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პეტრე ღუტიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1950 წელს; ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა 1952 წელს. 1953-1971წწ. მუშაობდა ქ. თბილისის ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ჯერ უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, შემდგომ უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1967-1969წწ. იყო ამავე ინსტიტუტის ნაგებობათა სეისმომდგრადობის სექტორის გამგე; 1969-1971წწ. ნაგებობათა სეისმომედეგობის ლაბორატორიის გამგე; ინსტიტუტის რეორგანიზაციის შემდეგ, 1971-1990წწ. მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკის ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ენერგეტიკულ ნაგებობათა სეისმომედეგობის განყოფილების გამგედ; არის ცნობილი მეცნიერი განსაკუთრებით რთული ენერგეტიკული ნაგებობების კონსტრუირებისა და სეისმომედეგობის მეთოდების დამუშავების სფეროში; მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა ენერგეტიკულ ნაგებობათა დინამიკისა და სეისმომედეგობის უმსხვილესი საკვლევი ბაზა, მათი ფიზიკური მოდელების მიხედვით; დამუშავებულ იქნა ნაგებობების დინამიკური მახასიათებებლისა და სეისმომედეგობის თეორიული და ექსპერიმენტული გამოკვლევების მეთოდები; ჩამოაყალიბა სამეცნიერო სკოლა, რომელიც წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა ენერგეტიკული ობიექტების ნაგებობათა სეისმომედეგობის გამოკვლევებში; მის გამოკვლევათა მნიშვნელოვან პრაქტიკულ შედეგად ითვლება მის მიერ დამუშავებული მეთოდიკის გამოყენება "ენგურჰესის", "ჩირკეიჰესის" და "მიატლინჰესის", ასევე სხვა ჰიდროკვანძების, კაშხალებისა და ატომური სადგურების სეისმომედეგობის შეფასებისათვის; განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი წვლილი "ენგურჰესის" მაღლივი თაღოვანი კაშხლის სეისმომედეგობის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შემუშავებისა და პრაქტუკულად დანერგვის საქმეში; ის აქტიურად მონაწილეობდა სეისმომედეგი მშენებლობის სახელმწიფო ნორმებისა და წესების შედგენაში; ავტორია 100-ზე მეტი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის საზღვარგარეთ: რუსეთში, საბერძნეთში, ინდოეთში, ჩილეში და სხვა; იყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული სეისმოლოგიისა და სეისმომედეგი მშენებლობის უწყებათაშორისი საბჭოს კომისიის წევრი და ამავე კომისიის კავკასიის სექტორის წევრი; სსრკ ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის სამინისტროს ენერგეტიკული ნაგებობების სეისმომედეგობის პრობლემების საკოორდინაციო კომისიის წევრი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპეციალური საბჭოს წევრი სამეცნიერო ხარისხების მინიჭების საკითხებში; დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი; დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი 1978 წელს; პროფესორი (1978). მრავალწლიანი სამეცნიერო მოღვაწეობისა და დამსახურებისათვის ქვეყნის ენერგეტიკის სფეროს განვითარების საქმეში მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1961, 1978), სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია (1984). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 258-259 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |