Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ილია ხეროდინაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ხაშური. დაამთავრა მოსკოვის ფოლადის ინსტიტუტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1958 წელს; საქართველოს სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტი 1981 წელს; მოსკოვის საგარეო ვაჭრობის აკადემია 1990 წელს; გავლილი აქვს სტაჟირება გერმანიაში. გაზის გამანაწილებელი სისტემების ზოგადი თეორიის ფუძემდებელი, ახალი ტექნოლოგიების, მსოფლიოს შეცვლის და საქართველოს გაზის მეურნეობის განვითარების კონცეფციის ავტორი, საქართველოში გაზიფიკაციის დაწყების ისტორიული თარიღია 1959 წლის 26 დეკემბერი, როცა ილია ხეროდინაშვილმა, როგორც რუსთავის მეტალურგიულ ქარხანის მეტალურგიული ღუმელების გაზიფიკაციის ხელმძღვანელმა, აანთო ცისფერი ალი მერვე მარტენის ღუმელში. მისი ყველაზე დიდი დამსახურება მეტალურგიაში არის ის, რომ თბოტექნიკურ ლაბარატორიაში (თტლ) შექმნა მარტენისა და გამათბობელი ღუმელების უბნები, ასევე მეტალურგიული ღუმელების გამართვის მეთოდოლოგია, რომელიც დაფუძნებული იყო მ. გლიმკოვის მეცნიერულ თეორიაზე. საქართველოს დასახლებული პუნქტების გაზიფიკაცია ხორციელდება მისი ინოვაციური ტექნოლოგიებით. იყო ინიციატორი საქართველოს ტერიტორია გამოყენებული ყოფილიყო დერეფნად მაგისტრალური გაზსადენების მშენებლობისთვის, თურქეთში ბუნებრივი გაზის მიწოდების მიზნით. 2007 წელს, პირეველად მსოფლიოში, მან შეიმუშავა გაზის გამანაწილებელი სისტემების ფუნდამენტური ზოგადი მეცნიერული თეორია, რომელიც გამოიცა მონოგრაფიის სახით. მონოგრაფიის მთავარმა რედაქტორმა იგი აღიარა აღნიშნული თეორიის ფუძემდებლად და ერთ-ერთ ფორმულას ეწოდა მისი სახელი. საქართველოს გაზის დარგში პირველი მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი (1998). 1958-1967წწ. მუშაობდა საქართველოს რუსთავის მეტალურგიული ქარხანა (რმქ) – მუშად, თბოტექნიკოსად, გაზის მეურნეობის ოსტატად, თბოტექნიკური ლაბორატორიის უფროსად; 1967-1981წწ. საქართველოს გაზიფიკაციის მთავარი სამმართველო (სგმს) "საქმთავარგაზში": ა) 1967-1970წწ. სგმს "საქმთავარგაზის" განყოფილების უფროსად; ბ) 1970-1975წწ. სგმს "საქმთავარგაზის" რესპუბლიკური გამშვებ - გამმართავი სამმართველო "საქორგგაზის" უფროსად, გ) 1975-1981წწ. სგმს "საქმთავარგაზის" უფროსის მოადგილედ; 1981-1988წწ. საქართველოს გაზიფიკაციის სახელმწიფო კომიტეტი (სგსკ) "საქგაზსახკომში": ა) 1981-1985წწ. სგსკ "საქგაზსახკომში" თავმჯდომარის მოადგილედ, ბ) 1985-1988წწ. ტრესტ "თბილგაზის" – ტრესტის მმართველად - სგსკ "საქგაზსახოკომის" თავჯდომარის მოადგილედ; 1988-1993წწ. საკავშირო გაზის მრეწველობის სამინისტრო (სგმს) "მრეწვგაზში": ა) 1988-1990წწ. სგმს "მრეწვგაზის" საწარმოო – გაერთიანება "საქტრანსგაზმრეწვის" – გენერალური დირექტორის მოადგილედ, ბ) 1990-1993წწ. თურქეთში რუსეთის სახელმწიფო საგარეო - ეკონომიკური საწარმოს "გაზექსპორტის" წარმომადგენლად; 1994-1995წწ. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის მძიმე მრეწველობისა და ენერგეტიკის საკითხთა სახელმწიფო მრჩეველად; 1996-2000წწ. შპს "ორგტექსერვისის" გენერალურ დირექტორად; 1997-2001წწ. საპროექტო–საძიებო და სამეცნიერო –კვლევითი ინსტიტუტი "ჰიდროპროექტის" – დირექტორის მოადგილედ თბოენერგეტიკის დარგში; 1999 წლიდან საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკის): ა) 1999-2014წწ. ბუნებრივი გაზის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტად, ბ) 2014 წლიდან მრჩეველთა საბჭოს უფროს მრჩევლად. არის 98 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, მათ შორის სამი მონოგრაფიის, 39 სტატიის, გამოქვეყნებული სამეცნიერო ჟურნალებში; 24 სამეცნიერო მოხსენების, კონცეფციების და ა.შ.; 32 გამოგონების, მათ შორის დასახლებული პუნქტების გაზიფიკაციის ინოვაციური ტექნოლოგიების; გაზეთის სტატიების, გაზის დარგის პრობლენებზე და ა.შ.; 60 რაციონალიზატორული წინადადების. წინადადებები დაინერგა რმქ-ის მეტალურგიულ ღუმელებზე. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ.435 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |