The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ყუბანეიშვილი

ოთარ ყუბანეიშვილი
დაბადების თარიღი:8 აგვისტო, 1937
გარდაცვ. თარიღი:1995  (57 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჩხარი, თერჯოლის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი და მიენიჭა რკინიგზების მშენებელი ინჟინრის კვალიფიკაცია 1960 წელს; ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა.

უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საბჭოთა კავშირის სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "ამიერკავკასტრანსმშენის" სისტემაში კაზრეთის სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე ინჟინრად; 1964-1970წწ. მუშაობდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში" ინჟინერ კონსტრუქტორად; 1970-1976წწ. მუშაობდა თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში უფროსი მეცნიერ-მუშაკის თანამდებობაზე; სემდეგ პერიოდში მუშაობდა საბჭოთა კავშირის მშენებლობის სამინისტროს საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მთავარ სპეციალისტად; იყო საქართველოს სსრ მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის - "საქსახმშენის" საშენი მასალებისა და მშენინდუსტრიის პერსპექტიული განვითარების ცენტრის განყოფილების გამგე და კომიტეტის კოლეგიის წევრი; მშენებლობის სფეროს სახელმწიფო ორგანოებში მუშაობის პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, შემდეგ ტექნიკურ უნივერსიტეტში მშენებლობის ეკონომიკის კათედრაზე; მონაწილეობდა სამეცნიერო კვლევებში; იყო გამოგონებების ავტორი; მრავალწლიანი პროფესიული სრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული ჰქონდა საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები; დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი 1975 წელს.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 264-265


გააზიარე: